რჩევები

ფრანგული მაკიაჟის 3 ტიპი - შეარჩიე შენთვის ყველაზე სასურველი

ფრანგული მაკიაჟის 3 ტიპი - შეარჩიე შენთვის ყველაზე სასურველი
წითელი ტუჩები + ნეიტრალური თვალები
ამ ტიპის მაკიაჟის დროს მთელი აქცენტი ტუჩებზეა გადატანილი. მარჯნისფერი, მკვეთრი წითელი, მკვეთრი ჟოლოსფერი – შეარჩიეთ პომადის ის ფერი, რომელიც უფრო მეტად გიხდებათ. ერთადერთი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია – ტუჩები უნდა იყოს მაქსიმალურად მკვეთრი ფერის და გამომწვევი, ხოლო თვალის მაკიაჟი - მაქსიმალურად სადა და ბუნებრივი.



წითელი ტუჩები + შავი ისრები






















ეს სტილი ოდნავ გამომწვევია და აუცილებლად იპყრობს ყურადღებას, - დიტა ფონ ტიზის საყვარელი მაკიაჟი. მან თუ არა, ვინ იცის მოხიბვლის მეთოდები? ამ
მაკიაჟში ორი მკვეთრი აქცენტია: თვალები და ტუჩები. თვალზე გაკეთებული ისრები – უნდა იყოს სქელი. ქუთუთოებზე ისმევა ნეიტრალური ფერის ჩრდილები, ან საერთოდაც შეგიძლიათ საერთოდ არ წაისვათ ჩრდილები. ასეთი მაკიაჟი საუკეთესოა საღამოებისთვის და უხდება ოფისის სტილს.

მაკიაჟი პასტელის ტონებში



















"გამჭვირვალე" მაკიაჟი, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს საერთოდ არაფერი გისვიათ. ძირითადი აქცენტი სახის ტონზეა გადატანილი: ის უნდა იყოს ზედმიწევნით თანაბარი და თქვენთვის შესაფერისი. არანაირი მკვეთრი ფერები, მხოლოდ ბუნებრივთან მიახლოებული. ამ მაკიაჟის ამოცანაა – მაქსიმალურად გამოკვეთოს თქვენი ბუნებრივი სილამაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ თქვენს ბუნებრივ ფერებთან შედარებით 1-2 ტონით მუქი კოსმეტიკური ფერები. მაკიაჟის ეს ტიპი იდეალურია ყოველდღიურობაში და სამსახურისთვის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30