1. ნუ გაიხდით კერძს კულტად. ჭამეთ მსუბუქად, ნატურალური პროდუქტები.
2. მოუარეთ საკუთარ სხეულს;
3. გასუქების ერთ-ერთი მიზეზი გამოუძინებლობაა;
4. დალიეთ წყალი. წონის 1 კილოზე უნდა მიღოთ 0.35 მლ სითხე. ყავა, ჩაი და წვენები წყალი არ არის.
5. სადილობის შემდეგ მაგიდიდან დანაყრებული კი არა, მსუბუქი შიმშილის გრძნობით წამოდექით;
6. მოერიდეთ სწრაფ დიეტებს; აგრეთვე, დიეტაზე გადარეულ ადამიანებთან კონტაქტს; მაგრამ კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე;
7. ივარჯიშეთ; ხშირად იარეთ ფეხით; უარი არ თქვათ მასაჟზე;
8. ჩაიცვით მოხდენილი სამოსი; მოერიდეთ ტომრისმაგვარ სამოსს;
9. უარი თქვით მოწევაზე, ალკოჰოლზე; ძილის წინ არ დალიოთ ყავა; მიეჩვიეთ უშაქრო ჩაისა და ყავის სმას; შეამცირეთ მარილის რაოდენობა;
10. ძილის წინ არ ივახშმოთ. დღის განმავლობაში ჭამეთ 4-6-ჯერ მცირე ულიფებით; თითოეული ლუკმა 20-25-ჯერ დაღეჭეთ.
11. უარი განაცხადეთ უცხიმო საკვებსა და შაქრის შემცვლელებზე; აგრეთვე ფასტ-ფუდებზე;
12. არასდროს ისადილოთ კომპიუტერისა და ტელევიზორის წინ;
13. გახსოვდეთ, შოკოლადით სტრესსა და ნერვიულობას ვერ უშველით;
14. ახალ უკვე დიდი გოგო ხართ და არავინ გისაყვედურებთ, თუ თეფშზე სადილს დატოვებთ. თუ ადრე, საბავშვო ბაღში მოსუფთავებული თეფშისთვის გაქებდნენ, ახლა საკუთარი თავი მორჩენილი კერძისთვის შეაქეთ;
15. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, სექსი საუკეთესო საშუალებაა გასახდომად;
16. საჭმლის კეთების დროს არ "წაიცმუცნოთ"; პროდუქტების საყიდლად არ გაემგზავროთ მშიერი;
17. გამოიყენეთ ნატურალური სანელებლები. გაამდიდრეთ რაციონი ხილით, ბოსტნეულით, მწვალინით;
18. შეიყვარეთ წვნიანები;
19. დაივიწყეთ ფრაზები: "მსუქანი ვარ"; "ზარმატი ვარ"... აიწონეთ მხოლოდ უზმოზე;
20. წაიკითხეთ საინტერესო წიგნები - ტვინის ფიტნესი სხეულისაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.