ცხოვრება გვაიძულებს, სხვადასხვა წესების დაცვას. მაკიაჟსაც აქვს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ.
1. არასდროს გამოიყენო სხვისი ტუში და ლაინერი, ფანქარი - თვალი ძალიან მგრძნობიარეა მიკრობებს მიმართ. ამიტომ, მხოლოდ საკუთარი გამოიყენე. ერთხელაც კი შეიძლება მიკრობების დასნებოვდე.
2. ტონალური და პუდრი შენი სახის კანს უნდა შეეხამოს - საშინელი სანახავია, როცა გოგონას ბრონზესფერი სახე და თეთრი ყელი აქვს. დაკვირვებით გადაიყვანე ტონალური, რათა ყელსა და კისერს შორის მკვეთრი სხვაობა არ იყოს.
3. დაიტენიანე კანი, სანამ კოსმეტიკას წაისვამდე, და მაკიაჟს გაიკეთებდე.
4. ტუშის სამ თვეზე მეტად ხმარება დაუშვებელია. - ისევ და ისევ მიკრობები. სამ თვეში ტუშში უამრავი მიკრობი ჩნდება. თუ ისინი არ გაჩნდა, ამ პერიოდში ტუში გამოშრება მაინც.
5. თუ თვალზე კონტურის გაკეთების პროფესიონალი არ ხარ, უმჯობესია ლაინერს ფანქარი ამჯობინო. უსიამოვნო სანახავია გადღაბნილი ლაინერი ან კლაკნილი ხაზი თვალზე. გირჩევთ, კონტურის გაკეთება ფანქრით ისწავლო.
6. არ დაგავიწყდეს ტუჩების დატენიანება - ზამთარში აუცილებლად გამოიყენე ტუჩის ბალზამი. ზაფხულში კი ხშირად სვი წყალი და ტუჩებიც დაისველე ხოლმე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მქრქალ პომადას და ტუჩის ფანქარს იყენებ.
7. ძილის წინ მაკიაჟის მოცილება არ დაგავიწყდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ გაგიკვირდება, თუ კანი დროზე ადრე დაგიბერდება. კოსმეტიკა სახის კანს აშრობს.
8. ნუ შეუხამებ თვალის ჩრდილს სამოსს, თუ ის თეთრი, შავი, ყავისფერი და ნაცრისფერი არაა. - თუ ვარდისფერ ან ყვითელ სამოსში ხარ გამოწყობილი, ამ ფერის ჩრდილს ნუ წაისვემ თვალზე, ეს ვულგარულობაა! წაისვი მხოლოდ ნეიტრალური ფერის ჩრდილი, რაც თვალს ლამაზად გამოკვეთავს.
9. ორ ტონზე მეტ მუქ რუმიანას ნუ წაისვამ ლოყენზე. - ცირკში მიდიხარ თუ ხალხის გაკვირვება გსურს? გახსოვდეს, რუმიანა უნდა წაისვა ორი თითის დადებაზე, ნესტოდან ყვრიმალებისკენ.
10. მაკიაჟში მოერიდე მკვეთრ ხაზებს. ყველაფერი ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. გამოიყენე ფუნჯი, რომლის წყალობითაც დეკორატიული კოსმეტიკის (რუმიანა, ჩრდილი) საზღვრებს წაუშლი.
ასევე იხილეთ:
ფრანგული მაკიაჟის 3 ტიპი - შეარჩიე შენთვის ყველაზე სასურველი