ქალების უმეტესობა დაზიანებული თმის აღსადგენად თმის ლამინირებას მიმართავს.
ამ პროცედურის პროცესში თმაზე იყენებენ ისეთ საშუალებას, რომელიც არა მხოლოდ ატენიანებს და კვებავს მას, არამედ დამცავ ფენასაც ქმნის. სწორედ ამის საშუალებით რამდენიმე კვირის განმავლობაში თმა დაცულია უარყოფითი ზემოქმედებისგან.
თუმცა, ეს სალონური პროცედურა იაფი არ ღირს, განსაკუთრებით, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ლამინირების გამეორება რეკომენდებულია ყოველ 3-4 კვირაში.
გთავაზობთ შესანიშნავ ალტერნატივას – ნიღაბს ლამინირებისთვის სახლის პირობებში!
მნიშვნელოვანია იცოდეთ, ჯანმრთელია თუ არა თქვენი თმა.
- აიღეთ ერთი პაკეტი ჟელატინი (15 გრ) და დაასხით 80 მლ თბილი წყალი, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 10-15 წუთი, რათა გაფუვდეს. შემდეგ დადგით ჟელატინი წყლის აბაზანაზე, რომ ერთგვაროვანი და გამჭვირვალე მასა მიიღოთ.
- დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თმის ზეთი (შეგიძლიათ ჩვეულებრივი, მზესუმზირის ან ზეითუნის), დაუმატეთ ის შამპუნი, რომელსაც თქვენ იყენებთ (ერთი სუფრის კოვზი) და კარგად აურიეთ.
- თმა უნდა იყოს ახალი დაბანილი და ტენიანი.
- თმაზე დადებამდე ნიღაბი შეგიძლიათ კიდევ შეათბოთ წყლის აბაზანაზე.
- ნიღაბი უმჯობესია თმის შესაღები ფუნჯით წაისვათ, რათა კარგად გაინაწილოთ მის მთელ სიგრძეზე.
- შემდეგ დაიფარეთ შხაპის ქუდი და შეიფუთეთ პირსახოცით. ზემოდან კი რამდენიმე წუთით მიუშვით ფენის ცხელი ჭავლი. ეს იმისათვის, რომ ნიღაბმა უფრო სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს.
- ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლით და ბოლოს გადაივლეთ გრილი.
შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ ნახავთ. მეტი ეფექტისთვის კარგი იქნება, თუ ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ. გარდა იმისა, რომ თმას საოცარ სიბზინვარეს შემატებთ, ფერსაც უფრო მკვეთრს გახდის და დიდხანს შეგინარჩუნებთ მას; ასევე, ის განკურნავს შეღებვისგან დაზიანებულ თმას!