რატომ გახდა ეს დიეტა უცებ პოპულარული? ვატანაბე ამტკიცებს, რომ წონის დასაკლებად მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა, ჩვეულებრივი საუზმე ჩავანაცვლოთ ბანანითა და თბილი წყლით. მაგრამ ნუთუ ყველაფერი ასე მარტივად არის?
ხიტოსი ვატანაბე ამბობს, რომ ბანანისა და ოთახის ტემპერატურის წყლის შეხამება მეტაბოლიზმს აჩქარებს. ამიტომაც ბანანის დიეტაზე მყოფ ადამიანს შეუძლია მიირთვას, რაც გაუხარდება, სადილად და ვახშამზე, ის მაინც დაიკლებს წონაში. ყველაფერთან ერთად,

დილის ბანანის დიეტის პირობები:
1. ყოველდღე უნდა დაწვეთ დასაძინებლად 12 საათამდე.
2. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადანაყრდეთ.
3. გამორიცხეთ რძის პროდუქტები და ალკოჰოლი.
4. ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი არ არის, თქვენი სურვილისამებრ.
5. ერთადერთი დასაშვები სასმელი – წყალია.
დიეტური მენიუ:
საუზმე: ერთი ან რამდენიმე დაუმწიფებელი ბანანი და ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი.
სადილი: რაც გენებოთ.
სამხარი: მხოლოდ მსუბუქი წახემსება, უმჯობესია – საყვარელი ხილი.
იაპონური დიეტის პლუსები:
აძლიერებს მეტაბოლიზმს და მთელი დღის განმავლობაში აქვეითებს გადანაყრების ალბათობას;
რაციონიდან კოფეინის გამორიცხვით სისხლში გლუკოზის დონე რეგულირდება და იკლებს მადა;
ადრეული ვახშამი გვიან წახემსებებს გადაგაჩვევთ და ზედმეტი კალორიების მიღებას შეზღუდავს;
რძის პროდუქტებისა და დესერტების გამორიცხვა რაციონიდან (დროებით) შეზღუდავს ცხიმებსა და შაქარს;
ბანანი – ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ხილია.
ბანანის დიეტის მინუსები:
ზოგიერთი ადამიანი დიდად ვერ იტანს ხშირ ნახშირწყლებს (განსაკუთრებით, ისინი, ვისაც ჰიპოგლიკემია აქვს);
აუცილებელი არ არის ფიზიკური აქტიურობა;
თუკი დიდი ხანია, იცავ დიეტებს, მაგრამ ვერ იკლებ წონაში, ღირს ამ დიეტის მოსინჯვა. აქ გამორიცხულია შიმშილი და მისგან გამოწვეული სტრესი. უბრალოდ, ყოველ დილით უნდა ჭამო გემრიელი ხილი!
ასევე იხილეთ:
დიეტა ბანანისა და ხაჭოს დღეების მონაცვლეობით – 4 დღეში მინუს 3 კგ
