ეს სამი ნიღაბი სწრაფად აღადგენს დაზიანებული ბოლოების სტრუქტურას და თითოეულს მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაჭირდება.
ნიღაბი #1
ინგრედიენტები:
1 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი;
1 სუფრის კოვზი ზეითუნი ზეთი;
ორივე ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით თმის ბოლოებზე დაბანამდე ერთი საათით ადრე, შემდეგ ჩვეული წესით დაიბანეთ შამპუნით.
ნიღაბი #2
ინგრედიენტები:
1 სუფრის კოვზი თაფლი;
1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი;
თაფლი გაათბეთ წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ ზეთი, კარგად აურიეთ და წაისვით თმის ძირებზე თავის დაბანამდე ერთი საათით ადრე.
ნიღაბი #3
კვერცხის გულის ნიღაბი
ინგრედიენტები:
1 კვერცხის გული
1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი;
ორივე კომპონენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმის ბოლოებზე დაბანამდე ერთი საათით ადრე, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით.
ასევე იხილეთ:
მხოლოდ ორი კომპონენტი თმის ბზინვარების, ზრდისა და დატენიანებისთვის