ქვემოჩამოთვლილი პროდუქტები მეტაბოლიზმს აჩქარებენ და კალორიების წვას იწვევნ, რის შედეგადაც, მათი მირთმევისას ადამიანი წონაში მტანჯველი დიეტების გარეშე იკლებს.
შემწვარი თევზი (კალმახი, სკუმბრია, ორაგული) თევზის ქონი, რომელიც მდიდარია ომეგას ჯგუფის ცხიმებით, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვალს და კალორიების წვას იწვევს.
წითელი წიწაკა - აუცილებლად დაუმატეთ სადილებში.
წყალმცენარეები - აუმჯობესებენ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. ეს უკანასკნელი კი ნივთიერებათა ცვლის კონტროლზეა პასუხისმგებელი. რაც უფრო კარგად მუშაობს თქვენი ფარისეველი ჯირკვალი, მით უკეთ გრძნობთ თავს.
ყავა - ერთი ფინჯანი ყავა 10 პროცენტით აჩქარებს მეტაბოლიზმს. თუმცა, ნუ გათამამდებით და 3 ჭიქა ყავაზე მეტს ნუ დალევთ.
მწვანილი - გაამდიდრეთ რაციონი სალათით, წიწმატით და ისპანახით. სასარგებლო ვიტამინებსაც მიიღებთ და ორგანიზმს უჯრედისითაც მოამარაგებთ.
პომიდორი - ზედა პუნქტის პროდუქტების მსგავსად ისიც მდიდარია უჯრედისით. აგრეთვე, სასარგებლო მჟავებით, რომლებიც ცხიმის წვასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას იწვევენ.
დაღერღილი ფქვილის პურის - მდიდარია უჯრედისით.
ციტრუსები - ორგანიზმს ეხმარებიან, დღეში 100 დამატებითი კალორია დაწვან. ამიტომ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ისინი.
ცილები - ხორცი, თევზი და ყველი ტოფუ ორგანიზმში აჩქარებენ თერმოგენეზს.
მწვანე ჩაი - მთავარი ცხიმმწველი სასმელია.