რჩევები

10 საუკეთესო პროდუქტი მშვიდი ძილისთვის

10 საუკეთესო პროდუქტი მშვიდი ძილისთვის
არა აქვს მნიშვნელობა, ბუ ხართ თუ ტოროლა, როცა ბალიშზე თავს დებთ, ე.ი. უნდა დაიძინოთ. ადამიანს არაფერი ისე არ აღიზიანებს, როგორც უძილობა. კარგი ძილი კი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

მეცნიერები დიდხანს იკვლევდნენ კვებისა და ძილის ურთიერთდამოკიდებულებას და შეადგინეს  სია, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელ ძილს.

ალუბალი

დიდი რაოდენობით შეიცავს მელატონინს, ის კი არეგულირებს ორგანიზმის შინაგან საათს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ალუბლის წვენი აუმჯობესებს ძილს. იგი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც მოგზაურობის გამო დღე-ღამის რეჟიმი აქვს დარღვეული.

რძე


ალბათ, გახსოვთ, ბავშვობაში, ძილის
წინ რძის დალევას რომ გაიძულებდნენ. შეგიძლიათ ახლაც დააძალოთ საკუთარ თავს 1 ჭიქა რძის დალევა ძილის წინ. რძე შეიცავს ამინომჟავას, რომელიც ორგანიზმში სეროტონინად (ბედნიერების ჰორმონი) გადაიქცევა, მისგან კი მელატონინი (სიმშვიდის ჰორმონი) წარმოიშვება.

მარცვლეულის ფაფა


ნახშირწყლები ხელს უწყობს დაძინებას, მაგრამ ნამცხვრებსა და ტორტებს ნუ მიეძალებით. მიირთვით წყალზე მოხარშული ფაფა, შეგიძლიათ რძე დაუმატოთ.

ჟასმინის ბრინჯი


შეიცავს მელატონინსა და სეროტონინს. იგი დაძინებამდე 4 საათით ადრე უნდა მიირთვათ.

ბანანი

მაგნიუმითა და კალიუმითაა მდიდარი. აგრეთვე, ნახშირწყლებით, რომლებიც დაძინებას უწყობს ხელს. კალიუმი კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობასაც აუმჯობესებს.

ტკბილი კარტოფილი


შეიცავს ნახშირწყლებს, კალიუმს, ადუნებს კუნთებს. კალიუმის საბადოა აგრეთვე ღუმელში გამომცხვარი ჩვეულებრივი კარტოფილი.

ინდაურის ხორცი


ტრიპტოფნას შეიცავს. შეგიძლიათ ვახშამზე მოხარშული ინდაურის ხორცი (ბოსტნეულის გარნირით) მიირთვათ.

კატაბალახას ჩაი


ჩვეულებრივი ჩაისგან განსხვავებით, არ შეიცავს კოფეინს, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ამიტომ შეგიძლიათ საღამოს დალიოთ.{

ნიგოზი


მდიდარია ტრიპტოფანითა და მელატონინით. მიირთვით თითო მუჭა ნიგოზი ან მოაყარეთ ბოსტნეულის სალათას.

ისპანახი

ვიტამინებით მდიდარ ბოსტნეულს თუ ნიგოზსაც დაუმატებთ და ვახშამზე მიირთმევთ, ჯანმრთელი ძილი გარანტირებული გაქვთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93