რჩევები

საზაფხულო მაკიაჟის საიდუმლოებები: როგორ "შევინარჩუნოთ სახე" სიცხეში

საზაფხულო მაკიაჟის საიდუმლოებები: როგორ "შევინარჩუნოთ სახე" სიცხეში
ალბათ, გსმენიათ, რომ ნებისმიერ მაკიაჟს საფუძვლად უდევს თანაბარი და იდეალური კანის ეფექტის შექმნა.
თუმცა, ზაფხულში ამის მიღწევა, ცოტა არ იყოს, რთულია. სახლიდან გამოსვლას ვერ მოასწრებ, რომ სახე ოფლიანდება და პრიალებს.

1. იმისათვის, რომ ზაფხულში  დაიცვათ კანი, აუცილებლად გამოიყენეთ მზის დამცავი კრემი. თუ კანი გამოშრა და გაუწყლოვდა  – ვერანაირი კოსმეტიკა ვეღარ უშველის მას.

2. რაც უნდა პრობლემური კანი გქონდეთ, არ ღირს სქელი ფენა ტონალურის წასმა. უპირატესობა დამატენიანებელ ტონალურ კრემებს მიანიჭეთ.

3. შეარჩიეთ ტონალური საშუალება მსუბუქი ბრინჯაოს ტონით. ის სეზონსაც
მოუხდება, კარგად დაფარავს სიწითლეებს და კანის სხვა პრობლემებს.

4. თუკი თვალის ჩრდილებზე უარს ვერც ზაფხულში ამბობთ, არჩევანი ღია ფერებზე გააკეთეთ (კრემისფერიდან ღია-ყავისფრამდე). იდეალური იქნება – ჩრდილები მხოლოდ საღამოს მაკიაჟის დროს გაიკეთოთ.

5. წამწამების ტუში – ცალკე საუბრის თემაა. წაისვით ორი ფენა ტუში იმისათვის, რომ გამოკვეთოთ წამწამების სიხშირე. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ზაფხულობით ვოფლიანდებით, ეს კი კოსმეტიკის მდგრადობაზეც აისახება. გირჩევთ, წყალგამძლე ტუშზე გააკეთოთ არჩევანი.


6. ფანქარი სიცხეში ძალიან თხელ ფენად უნდა წაისვათ. სასურველია, რომ იყოს ყავისფერი ან მუქი ნაცრისფერი. შავი ისრებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ ზაფხულში.

7. თუ "რუმიანის" მოყვარული ხართ, გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულისთვის ღაწვის ჩრდილის სიმკვეთრე შეუფერებელია. უპირატესობა მიანიჭეთ ატმისფერს და ღია ვარდისფერ ტონებს, ეს გამოაცოცხლებს სახეს.

8. პომადა საღამოს მაკიაჟისთვის მოიტოვეთ. დღისით ჩაანაცვლეთ ის მბზინავი საცხით, აჯობებს უფერულით.


9. არ დაივიწყოთ დამატენიანებელი კრემის გამოყენება. სწორედ ზაფხულში ყველაზე დიდი შანსია კანის გაუწყლოების და გამოშრობის. წაისვით ძილის წინ დამატენიანებელი კრემი, რა თქმა უნდა, მას მერე, რაც კარგად გაისუფთავებთ კანს.

10. დაიმახსოვრეთ: ყოველთვის, რა დროსაც და როგორი დაღლილიც უნდა დაბრუნდეთ შინ, აუცილებლად ჩამოიბანეთ კოსმეტიკა ძილის წინ! ზაფხულში კანსაც ისევე უჭირს სუნთქვა, როგორც ჩვენ. ამ დროს ფორები დახშულია და თუ ამას სტრესსაც დაუმატებთ ღამით დატოვებული კოსმეტიკის სახით, დიდი შანსია, გაიღიზიანოთ კანი.

ზაფხული – საუკეთესო დროა დასვენებისთვის. დასვენება კი არა მხოლოდ სხეულს სჭირდება, არამედ კანსაც.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93