ფეხების გასახდომი სახვევები ძვირად ღირებული პროცედურაა, რომელსაც სალონში გვთავაზობენ. თუმცა, მისი გაკეთება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.
თაფლის სახვევები
თაფლი იდეალურად ებრძვის ცელულიტს. ამასთანავე, კვებავს მას. შინაურული სახვევის გასაკეთებლად დაგჭირდებათ 4 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, რომელსაც წყლის აბაზანაზე შეათბობთ და თბილს დაუმატებთ 1 კვერცხის გულს და 5-6 წვეთ ციტრუსის ეთერზეთს.
ინგრედიენტები ერთმანთეში კარგად გადაურიეთ. წაისვით ფეხებზე და შემოიხვიეთ ჯერ პოლიეთილენის სახვევი, შემდეგ პირსახოცი. გაიჩერეთ 3-40 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით (ნუ გამოიყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს). შედეგი პირველივე პროცედურაზე შეიმჩნევა.
ფეხების გასახდომად
ერთ სადილის კოვზ თბილ თაფლს დაუმატეთ 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი, მიღებული მასა წაისვით ფეხებზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის სახვევი და პირსახოცი. გაიჩერეთ 40 წუთი. ჩამოიბანეთ. გახსოვდეთ, რომ მდოგვს კანის დაწვა შეუძლია. ამიტომ, სიფრთხილე გმართებთ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ.
სახვევების კურსი უნდა ჩაიტაროთ დღე გამოშვებით, ან ყოველ მეორე დღეს. პირველ ჯერზე დაგჭირდებათ 10-15 პროცედურა. ერთი თვე დაისვენეთ და გაიმეორეთ კურსი.