თუ გეშინია, რომ არასწორად შეარჩევ თმის ფერს და არ მოგიხდება, თამამად აირჩიე ამ 4 ტონიდან ერთ-ერთი. ის აბსოლუტურად ყველას უხდება.
1. მოყავისფრო-შოკოლადისფერი
მუქი თმის ვარიაციებიდან — ყველაზე უნივერსალურია. ის ეფექტურად გამოიყურება ღია და მუქი კანის ფერის მქონე ადამიანებზე. ხაზს უსვამს ყავისფერ, ცისფერ და მწვანე თვალებს. ამას გარდა, ეს ფერი არასოდეს გადადის მოდიდან.{{ArticleSplitCont}}
2. მუქი ქერა ოქროსფერი ელფერით
ბევრი ამ ფერს მოსაწყენად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ეს ფერი იდეალური საბაზისო ტონია, ნეიტრალური პიგმენტის მიხედვით. უბრალოდ, ცოტათი უნდა გაახალისოთ ოქროსფერი ლოკონებით.{{ArticleSplitCont}}
3. თაფლისფერი ქერა
ეს ფერი თმის შეღებვაში ისევე აქტუალურია, როგორც ჯინსი - გარდერობში. მას ყველაფერი უხდება! რითი განსხვავდება თაფლისფერი ქერა - ოქროსფრისგან? თაფლისფერი ბევრად ღრმა და თბილია, რაც უნივერსალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.{{ArticleSplitCont}}
4. ნატურალური ქერა
ახლა ყველა ბუნებრიობისკენ მიისწრაფვის — ყველაზე "სუფთა" და ნატურალური კი ეს ფერია.
იხილეთ: 10 საიდუმლო თმის გასახშირებლად და სიბზინვარის მისანიჭებლად