სილამაზის რჩევები

marao.ge
11:10 / 15-07-2019

მარტივი ინფოგრაფიკით წარმოდგენილი რამდენიმე რჩევა თავის მოვლასთან დაკავშირებით.

მიიტანეთ მაუსის ისარი ფოტოზე გამოსახულ წრეებთან და წაიკითხეთ რჩევები.

Pin
ტუჩი
თუ ყოველდღიურად დაიმასაჟებთ ტუჩებს, ისინი უფრო კაშკაშა და ფუმფულა გახდება. მასაჟის გაკეთება შეიძლება ახალი კბილის ჯაგრისით ან თითზე დახვეული ხაოიანი პირსახოცით. წაისვით ტუჩებზე სახისათვის განკუთვნილი ბალზამი ან კრემი და ფრთხილად შეიზილეთ ტუჩებზე წრიული მოძრაობებით.
Pin
წამწამები
ძველი ტუშის კონტეინერში ჩაასხით აბუსალათინის ზეთი და ე ვიტამინი. წაისვით 1 თვე, ყოველ საღამოს, თუ გსურთ, ხშირი წამწამები გქონდეთ.
Pin
სახე
კანის გასამკვრივებლად ერთმანეთს შეურიეთ 2 ს/კ დაფქვილი ჯანჯაფილი, 5 ს/კ კოსმეტიკური თიხა და 10 ს/კ თბილი წყალი. წაისვით პრობლემურ ადგილზე (მუცელი, გვერდები, ხელები), შემოიხვიეთ საკვები პოლიეთილენი, გაიჩერეთ 1 საათი, ჩამიბანეთ თბილი წყლით. გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
Pin
ცხვირი
ცხვირიდან შავი წერტილების მოსაშორებლად ერთმანეთს შეურიეთ 1 ჩ/კ თბილი წყალი, 1 ს/კ ფქვილი და 1 ჩ/კ თაფლი. მასა დაადეთ ბამბის დისკს და მიიდეთ ცხვირზე 10-15 წუთის შემდეგ მოიძვრეთ.
Pin
თვალი
ჩაშავებული თვალებისთვის გამოიყენეთ ყავის ნალექისა და ქოქოსის ზეთის ნარევი. წაისვით კანზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ კვირაში 3-4-ჯერ.
კომენტარები / 1 /
ნინო
გამარჯობა მემომწონს ეს ფოტო
07:56 / 26-08-2019
გამოხმაურება / 0 /
e87a93