სტივენ კინგის რომანების ყველაზე შთამბეჭდავი ეკრანიზაციები (+ ვიდეო)

marao.ge
12:04 / 15-03-2019
Marao.ge წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილი მწერლის, სტივენ კინგის რომანების მიხედვით გადაღებულ ყველაზე წარმატებულ ეკრანიზაციებს.

1. „იგი“/IT

იგი it
,,იგი’’ – საშინელებათა ფილმია, რომელიც ეკრანებზე პირველად 2017 წელს გამოჩნდა. ფილმი სტივენ კინგის იმავე სახლწოდების რომანზეა დაფუძნებული, რომელიც 1986 წელს დაიბეჭდა. ფილმში მოქმედება 1989 წელს მიმდინარეობს და ქალაქ დერიში მცხოვრები შვიდი ბავშვის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც უცხო და ძალიან საშიში არსება დასდევს. ,,იგი’’ ამ ბავშვების შიშით, იმედგაცრუებებითა და სიბრაზით იკვებება.
ფილმმა გამოსვლისთანავე უამრავი რეკორდი დაამყარა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 700 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო, რითაც საშინელებათა ფილმების ისტორიაში ყველაზე მომგებიანი და გაყიდვადი ფილმის სტატუსი შეიძინა.
ფილმმა კრიტიკოსებისგანაც დადებითი შეფასება დაიმსახურა. ისინი განსაკუთრებით ფილმის ვიზუალმა, კადრებმა და მუსიკამ მოხიბლა. უმეტესობის აზრით, ,,იგი’’ სტივენ კინგის ნაწარმოებების ეკრანიზაციებს შორის საუკეთესოა.
(მაუსის ისრით „დააკლიკეთ“ ფოტოებს და რაც შეიძლება მოკლე დროში იპოვეთ ერთნაირი კლოუნები)


2. „ბნელი კოშკი“/The Dark Tower


„ბნელი კოშკი“ 2017 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ვესტერნია, რომლის რეჟისორი და თანასცენარისტი ნიკოლა არსელია. ფილმი სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანების სერიის გაგრძელებაა. როლანდ დისკეინის როლს იდრის ელბა ასრულებს. მისი გმირი, როლანდი მსროლელია, რომელმაც უნდა გადაარჩინოს ბნელი კოშკი - მითური სტრუქტურა, რომელზეც დამოკიდებულია ყველა სამყარო.



მთავარი უარყოფითი გმირი ფილმში გახლავთ უოლტერი (მეთიუ მაკკონაჰი), მამაკაცი შავებში.
ჯეიკი ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომლის როლს მსახიობი ტომ ტეილორი ასრულებს. ის 11 წლის, თავგადასავლების მოყვარული მოზარდია, რომელიც პარალელური სამყაროს არსებობას აღმოაჩენს.

ჩვენი სამყარო ერთადერთი არ არის. მოსისხლე მტრები რონალდ დისკეინი და უოლტერ ოდიმი მუდმივი ბრძოლის რეჟიმში არიან. სასწორზე ბნელი კოშკია, რომელიც სამყაროს უკანასკნელი იმედია. მის გარეშე სამყაროში ქაოსი დაისადგურებს. სიკეთისა და ბოროტების ძალებს გადამწყვეტ ბრძოლაში მოუწევთ დაპირისპირება. რონალდ დისკეინი ერთადერთია, რომელსაც უოლტერ ოდიმის შეჩერება შეუძლია, რათა მან ბნელი კოშკი არ დაანგრიოს.
ჯეიკის დედის როლს მსახიობი კეტრინ უინიკი ასრულებს, რომელსაც მაყურებელი ცნობილი სერიალიდან - „ვიკინგები“ იცნობს.



3. „წითელი ვარდი“/ Rose Red

საშინელებათა ფილმების ოსტატის, სტივენ კინგის კიდევ ერთი ფილმი. ნამდვილად არიან თუ არა განმარტოვებულ სახლში მოჩვენებები?.. ეს რომ გამოიკვლიოს, პროფესორი ჯოის რერდონი ექვს ექსტრასენსს მოიწვევს საშიშ ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად.



ფილმს საფუძვლად რეალური ისტორია უდევს. სტივენ კინგის შთაგონების წყარო ვინჩესტერების მისტიკური სახლი გახდა. XIX საუკუნის 50-იან წლებში, ოლივერ ფიშერ ვინჩესტერმა, რომელიც წარსულში მამაკაცის ტანსაცმლის წარმატებული მწარმოებელი იყო, იარაღის შექმნა დაიწყო. მისი თოფები და სხვა იარაღები დიდი მოთხოვნით იყიდებოდა, რამაც შემქმნელს მსოფლიო აღიარება და მილიონები მოუტანა, ხოლო მის ოჯახს – წყევლა.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი ვერსია წამოაყენა მედიუმმა, რომელიც ვინჩესტერის ცოლმა ინახულა. მან ძალიან მოკლე დროში დაკარგა ქმარი, დედამთილი და ერთადერთი ქალიშვილი.

მედიუმმა სარას მეუღლის, ოლივერ ვინჩესტერის სული გამოიძახა, რომელმაც აუწყა, რომ მათ ოჯახს უბედურება მოჩვენებებმა დააწიეს, რომლებიც ვინჩესტერის ფირმის იარაღებით იქნენ მოკლულნი. ქალბატონი სარას ქმრის სულმა, მოჩვენებებისაგან თავის დასაღწევად, ცოლს ურჩია, რომ საცხოვრებლად სხვა შტატში გადასულიყო და აეშენებინა უზარმაზარი სახლი, რომელსაც ექნებოდა ძალიან ბევრი ოთახი. ეს იმისთვის, რომ მოჩვენებებს გზა აბნეოდათ და სახლის ლაბირინთებში დაკარგულიყვნენ.


ამას გარდა, მშენებლობა არასოდეს არ უნდა დამთავრებულიყო, რადგან როგორც კი ჩაქუჩების ხმები შეწყდებოდა, სარა მაშინვე მოკვდებოდა.
ფილმი 2002 წელსაა გადაღებული.

4. „ნათება“/ The Shining

სტენლი კუბრიკის თრილერი „ნათება“, რომელიც ასევე კინგის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფილმად ითვლება კინემატოგრაფიის ისტორიაში.

The Stanley Hotel – სწორედ ეს სასტუმრო, სადაც გარკვეული პერიოდი გაატარა სტივენ კინგმა, დაედო საფუძვლად მის წიგნს.

ყველაფერი მზარეულების საჩივრით დაიწყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სამზარეულოს ქვემოთ მდებარე დარბაზიდან ხმაური ისმოდა. თუმცაღა, იქ არავინ იყო. მოგვიანებით, სასტუმროში უხილავი მუსიკოსი გაჩნდა, რომელიც ღამღამობით ფორტეპიანოზე უკრავდა.


სასტუმროს ბინადრებს ბავშვის სიცილის ხმაც აღვიძებდათ. ზოგჯერ კი მათ თვალწინ თავისით გადაადგილდებოდა ნივთები.

ეს ყველაფერი სასტუმროს მფლობელებმა თავიანთი სარგებლისთვის გამოიყენეს. მათ არ დაიწყეს მოჩვენებებზე ნადირობა, არამედ სტუმრებს ისეთ ნომრებს სთავაზობენ, სადაც პარანორმალური აქტივობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.
სტივენ კინგი სწორედ ამ ნომრებში ცხოვრობდა, რომ დაეწერა თავისი ნაწარმოები – „ნათება“.



მთავარი გმირი – ჯეკ ტორენსი – ჩამოვიდა ელეგანტურ, განმარტოებულ სასტუმროში ზედამხედველად სამუშაოდ მკვდარი სეზონის დროს თავის ცოლთან და შვილთან ერთად. ტორენსი აქ არასოდეს ყოფილა. თუ ეს არ არის მთლად ასე? პასუხი სიბნელეშია, რომელიც დანაშაულის კოშმარითაა გაჟღენთილი...

ავტორები: ნიკა ღარიბაშვილი, ლაშა ჯავახიშვილი, თეა ინასარიძე
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
e87a93