თბილისის მიწისქვეშეთი - ყველაფერი მეტროს შესახებ (სპეცპროექტი)

თეა ინასარიძე
12:44 / 29-06-2020
მეტროს სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. განსაკუთრებით, მისი სუნი მიყვარდა და ის მომენტი, სანამ მატარებელი პორტალიდან (ბაქნიდან გვირაბში შესასვლელი ადგილი) გამოვიდოდა. მიყვარდა მეტროს ხმა, ესკალატორზე დაშვება და სულ მაინტერესებდა, „რა ემართებოდა“ საფეხურებს, როდესაც ჩემ თვალწინ, მიწისქვეშ უჩინარდებოდნენ. ასევე, ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდი ესკალატორის შესასვლელ და გასასვლელ ბაქნებთან მდგომ ჯიხურებს და საშინლად მაინტერესებდა, თუ ვინ იჯდა შიგნით და რატომ…

ამ და სხვა კითხვებზე პასუხები სრულყოფილად გავიგე და უფრო მეტიც, საკუთარი თვალითაც ვიხილე. მომეცა შესაძლებლობა, დამენახა ესკალატორი ქვემოდან, მეხეტიალა გადასარბენ გვირაბებში (გვირაბი, სადაც მატარებელი მოძრაობს) ღამით, მენახა ჰერმეტული კარი და დამეთვალიერებინა სავენტილაციო შახტა, სადაც განსაკუთრებულად ცივა. ახლა გიამბობთ იმას, რაზეც ალბათ ბევრი თქვენგანი არასოდეს დაფიქრებულა, რადგან ოდესღაც სასწაულის ტოლფასი მოვლენა დღეს ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა.

(დააკლიკეთ ფოტოზე და იხილეთ სპეცპროექტი)

თბილისის მიწისქვეშეთი - მეტრო

კომენტარები / 1 /
ლადო
სურათზე ავტობუსია და წერთ მეტროს შეახებ?
14:04 / 01-07-2020
გამოხმაურება / 0 /
e87a93