გიყვართ ჯინსები? გაიგეთ, როგორი სტილის ჯინსი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გიყვართ ჯინსები? გაიგეთ, როგორი სტილის ჯინსი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგიაში არსებობს სხვადასხვა მიმართულება. მათ შორისაა ჯანმრთელობის, ფინანსური და ქვეყნების (მუნდანური) ასტროლოგია.

თუმცა არის კიდევ ერთი, შედარებით ახალი მიმართულება, რომელიც ადამიანების მოდურ მიდრეკილებებსა და გემოვნებას იკვლევს. ევროპაში ამ მიმდინარეობას ე.წ. Fashion Astrology ეწოდება და წამყვანი, მოდური ჟურნალების რედაქტორები ხშირად სარგებლობენ ასტროლოგიური კონსულტაციებით ამა თუ იმ სეზონზე მოსალოდნელი ტენდენციების გასათვლელად.

ამჯერად, ზუსტად ამ სპეციფიკურ განხრას გვინდა შევეხოთ ჩვენც და იმის შესახებ მოგითხროთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს როგორი ტიპის ჯინსის ტარებას ურჩევენ ასტროლოგები...

ასე მაგალითად, ვერძის
ნიშნით დაბადებულ ქალებს ექსპერიმენტების მიმართ გააჩნიათ მიდრეკილება. მათი სტილია ე.წ. "ბოიფრენდ" ჯინსი, თამამი ნახევებით.

კუროს სხეულის სავსე ფორმებით გამოარჩევთ. მათ უმეტესობას ასევე ლამაზი ფორმის მკერდი აქვს. ამიტომ ასტროლოგები კუროს ურჩევენ, მაღალწელიანი ჯინსი ატაროს, კლასიკური მელნისფერი.

ტყუპის ზოდიაქოს ნიშანი ცვალებადი და ბავშვურია. მათთვის საუკეთესო არჩევნად ასტროლოგებს ფერადი ჯინსი მიაჩნიათ. ეს ყველაზე კარგად ასახავს ტყუპის ცვალებადობას.

კირჩხიბის ნიშანი ქალური და იდუმალია. მათთვის ასტროლოგები ე.წ. ჯინსი კაბა-შარვლის ან "შლაქსის" ფორმის ჯინსებს ანიჭებენ უპირატესობას.

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქალებს ყველაფერში პომპეზურობა უყვართ. მათთვის ასტროლოგები ყველაზე შესაფერისად თვლებით ან ტყავის ელემენტებით გაწყობილ ჯინსს მიიჩნევენ.

ქალწულის ზოდიაქოს სხვებისგან სისადავე და მინიმალიზმის სიყვარული გამოარჩევს. ამიტომ ჯინსიც ქალწულმა კლასიკური ფორმის, სწორი და ყოველგვარი ზედმეტი ელემენტის გარეშე უნდა ატაროს. 

იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93