ვიქტორია ბექჰემის გულისამაჩუყებელი წერილი, რომელიც მან 18 წლის ვიკის დაუწერა

ვიქტორია ბექჰემის გულისამაჩუყებელი წერილი, რომელიც მან 18 წლის ვიკის დაუწერა
ვიქტორია ბექჰემი ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალი, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცნობილი დიზაინერი, ბედნიერი მეუღლე და 4 შვილის დედა ერთ დროს თავდაუჯერებელი პუტკუნა მოზარდი იყო, სახეზე გამონაყარით.

ცოტა ხნის წინ ვიქტორია ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, სადაც გულისამაჩუყებლად მიმართა საკუთარ თავს. სტატიაში, სათაურით ”რა უნდა მცოდნოდა იმ დროს”, ბექჰემი გვანდობს საიდუმლოს, თუ როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე და როგორ ჩაისახა მათი სიყვარული.

ეს ინტიმური წერილი ყველა გოგონამ უნდა წაიკითხოს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ნაადრევ
ასაკში ცხოვრებაზე გული აუცრუვდა და ფიქრობს, რომ ნამდვილ სიყვარულს არასოდეს შეხვდება.

”მესმის, რომ ახლა ცუდად ხარ. შენ არ ხარ ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოხდენილი და კოლეჯში ყველაზე უკეთ არ ცეკვავ. განიცდი იმის თაობაზე, რომ რეჟისორმა გამოსაშვებ სპექტაკლში მოცეკვავეების ბოლო რიგში დაგაყენა და გაიძულა, საშინელი ბოდე ჩაგეცვა, რადგან ძალზე მსუქანი ხარ იმისათვის, რომ წინა რიგებში იდგე.

ჯგუფ Spice Girls-ის არანორმალური პოპულარობა, საოცნებო მამაკაცთან შეხვედრა - ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაა, მაგრამ თავდაუჯერებელმა 18 წლის გოგონამ ეს არ იცის. არ იცის, რომ მალე ულამაზეს კაბებს ჩაიცვამს.


შენ მალე დაჯილდოების ცერემონიალებზე გაივლი ყველაზე ექსტრავაგანტურ სამოსებში. ვიხედები უკან და მეღიმება. უკიდურესობებში გადავარდნა შენი საფირმო ხელწერა გახდა. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ისწავლი თვითგამოხატვას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რადგან თავისუფალი გახდები.

გავა წლები და გოგონა Spice Girls-იდან ისწავლის საკუთარი თავის სიყვარულს. სიმორცხვის გარსი თავისუფლებას ზღუდავს. მაგალითად, ჩაცმის სტილის თავისუფლებას. როდესაც გაიზრდები, ისწავლი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გახდას, რათა ჩაიცვა მეტად კომფორტული ფეხსაცმელი; ისწავლი, არ ჩაიცვა მინი-კაბები და გაცვალო ისინი მოსახერხებელ თეთრ მაისურებზე, მაგრამ სტილის შეგრძნება სამუდამოდ დარჩება. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ იქნები ერთ-ერთი მათგანი, რომლებიც ქუჩაში ისე გამოდიან, თითქოს საწოლიდან ახლა ადგნენ.


გაიგე რაც შეიძლება მეტი მაისურზე და, დიახ, ერთი ნახვით სიყვარული არსებობს. ის მოულოდნელად დაგატყდება თავზე, როდესაც ”მანჩესტერ იუნაითედის” მოთამაშეების დასასვენებელ ზონაში აღმოჩნდები. არც კი გახსოვს, როგორ მოხდა ეს, რადგან მუდამ ცოტათი მთვრალი იყავი.

იმ დროს, როდესაც ყველა მოთამაშე ბართან თითო ჭიქას გადაჰკრავს, შენ დევიდს დაინახავ, რომელიც განზე დგას და მხოლოდ ოჯახის წევრებს ესაუბრება (ის ჯერ ძირითად შემადგენლობაშიც არაა, მაგრამ შენ უკვე შენიშნე). საყვარლად იღიმის. შენთვის ოჯახი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისთვის, ამიტომ გაიფიქრებ, რომ ბევრი საერთო გაქვთ. ტელეფონის ნომერს გთხოვს (და იცოდე, რომ დღემდე ინახავს თვითმფრინავის იმ ბილეთს, რომელზეც ნომერი დაუწერე).”

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93