ტოპ 5 წიგნი თინეიჯერებისათვის

ტოპ 5 წიგნი თინეიჯერებისათვის
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტისა და სმარტფონების ეპოქამ ვერანაირად დაჩრდილა წიგნის პოპულარობა. წიგნი იყო და რჩება კაცობრიობის განვითარების მთავარ ინსტრუმენტად. და თუ თინეიჯერებს ბებია-ბაბუებივით არ მოსწონთ ენციკლოპედიების ფურცვლა და ბელადების ბიოგრაფიების საგმირო ჭრილში განხილვა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დრო უარესობისკენ შეიცვალა და როგორც ისინი ამბობენ - „ახლანდელი ახალგაზრდობა ისეთი აღარაა, როგორიც ადრე“ და რომ „ის (ძველი) დრო ჯობდა“...

რაც არ უნდა იძახონ უფროსებმა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არაა და ისიც ხომ კარგად
მოგვეხსენება, რომ წიგნი მოდიდან არ გადადის. იცვლება მხოლოდ თაობათა ინტერესები და გემოვნება. "პალიტრა L"-მა შეისწავლა და გამოიკვლია თანამედროვე თინეიჯერთა ინტერესები და მათი მოთხოვნებისა და გემოვნების მიხედვით მოამზადა ტოპ 5 წიგნი თინეიჯერებისთვის.

1) მარკუს ზუზაკის - წიგნის ქურდი


1939, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. მარკუს ზუზაკი ავსტრალიელი მწერალია. მისი ოჯახი იქ ავსტრიის დატოვების შემდეგ დასახლდა. „წიგნის ქურდის“ მთავარი გმირის, ლიზელის დედობილ-მამობილის მსგავსად, ავტორის დედა გერმანელია, მამა მღებავად მუშაობდა. მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ – იმ ქალაქში მარკუსის დედა ცხოვრობდა. მოგვიანებით მწერალი იტყვის: „ბავშვობაში მოსმენილი ამბები მახსენებდა, საიდან ვარ და ვინ ვარ. ჩემი მშობლების განვლილი გზა, მათი მხნეობის მაგალითი და ბრძოლა გადარჩენისა და უკეთესი ცხოვრებისათვის წარმატების საფუძვლად მექცა. რა იქნებოდა თითოეული ჩვენგანი ისტორიის, წარსულის გარეშე“. ომისდროინდელი ბიოგრაფიები მარკუს ზუზაკმა თავის რომანებში გააცოცხლა. ახალგაზრდა მწერალი უკვე ექვსი რომანის ავტორია. მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სწორედ „წიგნის ქურდია“.

შეიძინე ონლაინ

2) ლაბირინთში მორბენალი - ჯეიმზ დაშნერი


„თუ არ გეშინია, ესე იგი, შენ არ ხარ ადამიანი.“ ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. „სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, შენქ, კეთილი იყოს შენი ფეხი კორდში, შენქ.“ კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა, ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია. მალე ყველაფერი შეიცვლება. გამოჩნდება გოგო. კორდის ისტორიაში პირველი. ის ბიჭებს შემაძრწუნებელ ახალ ამბავს მოუტანს. გახსოვდეს! უნდა გადარჩე! ირბინე!

შეიძინე ონლაინ

3) ელიტა - კირა კასი


შერჩევა ოცდათხუთმეტი პრეტედენტით დაიწყო! გვირგვინი კი მხოლოდ ერთია! სასახლეში დაბინავებული გოგონები პრინც მაქსონის გულის მოსაგებად იბრძვიან. კონკურსის ბოლო ეტაპზე ექვსი კანდიდატი რჩევა და ბრძოლაც სასტიკი და დაუნდობელი ხდება. ამერიკა სინგერი კვლავ გაორებას ებრძვის. ნეტავ, ამის მიზეზი პრინცი მაქსონია? ნუთუ ტახტის მემკვიდრე შეუყვარდა? მაგრამ გოგონას ხომ დედოფლობა არ უნდა? ან იქნებ ყველაფერი ასპენის ბრალია, მისი პირველი სიყვარულის რომელსაც ვერ ელევა? დაბნეულ ამერიკას დრო სჭირდება....

შეიძინე ონლაინ

4) სინდერი მთვარის ქრონიკა


მოსახლეობას სასიკვდილო სენი ემუქრება! ადამიანები და ანდროიდები ახალი პეკინის ხმაურიან ქუჩებში დაიარებიან. კოსმოსიდან კი სხვა საფრთხე მოდის: მთვარის ვერაგი მცხოვრებლები ჩასაფრებულან და თავდასხმისთვის ხელსაყრელ მომენტს ელიან. არავინ იცის, რომ მთელი დედამიწის ბედი ერთ გოგონაზეა დამოკიდებული.

შეიძინე ონლაინ

5) ნაპერწკალი ფერფლში - საბა ტაჰირი


ლაია მონაა. ელიასი ჯარისკაცი. არც ერთი არ არის თავისუფალი. სამხეცეთში ძველი რომის ანაკრელია, ლაია ბებიასთან, პაპასა და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. მის ძმას სახელმწიფო ღალატისთვის აპატიმრებენ. ბებია-პაპას თვალწინ უკლავენ. ძმის გადასარჩენად ლაია ჯაშუშობას იწყებს. ელიასი აკადემიის ყველაზე წარჩინეული მებრძოლი, უსასტიკესი კომენდანტის შვილი, მაგრამ მეამბოხეა. ელიასისა და ლაიას შეხვედრა ბედისწერაა. რა ელოდება მათ კავშირს? იოლი არ არის, გადაურჩე ტირანიას, მაშინ, როცა თვით იმპერატორიც კი მისი მსხვერპლია.

შეიძინე ონლაინ

როგორც ვხედავთ - ფენტეზი, რომანტიკული ისტორიები, გიჟური თავგადასავლები, ისტორიის ლაბირინთები... ეს ჟანრები ყველაზე მეტად ხიბლავთ ჩვენს თინეიჯერ წიგნის მოყვარულებს. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93