ეს სა­ში­შია! - რის­კენ მი­ილ­ტ­ვი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი

ეს სა­ში­შია! - რის­კენ მი­ილ­ტ­ვი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი
მო­ზარ­დის მი­ერ მშობ­ლის მკვლე­ლო­ბის და შემ­დეგ მი­სი მე­გობ­რე­ბის სა­დის­ტურ­მა საქ­ცი­ელ­მა ბევრ ადა­მი­ანს და­ა­კარ­გ­ვი­ნა ჰუ­მა­ნიზ­მი და ისი­ნი მო­ითხო­ვენ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­კად­რი­სად, რაც შე­იძ­ლე­ბა მკაც­რად და­ი­სა­ჯონ. რთუ­ლია, ასეთ დროს ადა­მი­ა­ნე­ბის მოთხოვ­ნას წინ აღუდ­გე და მო­ზარ­დე­ბის დაც­ვა სცა­დო, რად­გან მა­თი საქ­ცი­ე­ლი მარ­თ­ლაც, ყო­ველ­გ­ვარ ზღვარს ას­ც­და - ამ ახალ­გა­ზრ­დე­ბის მი­ერ გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­სას­ტი­კე შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლია.

არა­და, მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ზარ­დებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­საც ვერ პა­ტი­ობ­და, ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ეძებ­დ­ნენ გზას, რომ მო­ზარ­დე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ეც­ვათ ცუ­დი საქ­ცი­ე­ლის­გან. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, ეს ვერ
მო­ხერ­ხ­და...

უკ­ვე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კო­ბენ ოდეს­ღაც ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მა­ზე - რას აკე­თე­ბენ მო­ზარ­დე­ბი მა­შინ, რო­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტეს ნა­წილს სძი­ნავს? უკ­ვე აღარ მა­ლა­ვენ იმ ფაქტს, რომ ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რ­და სა­დის­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლით (ცხო­ვე­ლის ან ფრინ­ვე­ლის წა­მე­ბით, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ადა­მი­ა­ნის წვა­ლე­ბით) ცდი­ლობს იმ ენერ­გი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს...

რა­ტომ უჩ­ნ­დე­ბა მო­ზარდს სურ­ვი­ლი, ცოცხალ არ­სე­ბას ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნოს, სა­საფ­ლა­ო­ზე იაროს და ბუ­დი­დან ღა­მუ­რის მსგავ­სად, მხო­ლოდ ღა­მით გა­მო­ვი­დეს? მა­თი ქმე­დე­ბა არის მარ­თ­ლაც სა­დიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე სექ­ტის ზე­გავ­ლე­ნა თუ უბ­რა­ლოდ, ეს ერ­თ­გ­ვა­რი გა­სარ­თო­ბია? რო­გორც უნ­და გა­გიკ­ვირ­დეთ, თა­ვად მო­ზარ­დე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია, წარ­მა­ვა­ლია და ამის გა­მო პა­ნი­კის ატე­ხა არ ღირს. თუმ­ცა, დრო რაც უფ­რო მე­ტად გა­დის, მით უფ­რო ვრწმუნ­დე­ბით, რომ ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რ­და მი­ელ­ტ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას და იმის­თ­ვის, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყოს, გზად ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს, მე­რე კი, რო­ცა ჩიხ­ში მო­ექ­ცე­ვი­ან, ამ ყვე­ლა­ფერს "სექ­ტან­ტო­ბას" აბ­რა­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბა­ში უნე­ბუ­რად აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ და იქ გო­ნე­ბა გა­და­უტ­რი­ა­ლეს. თუმ­ცა, ამ სექ­ტის შე­ფის ან შეკ­რე­ბის ად­გი­ლის მი­თი­თე­ბა ბევრ მათ­განს უჭირს და ამი­ტო­მაც არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი ვერ ვხვდე­ბით, ეს რე­ა­ლო­ბაა თუ უც­ნა­უ­რი თა­მა­ში, რომ­ლის გა­მო­ი­სო­ბი­თაც, ახალ­გაზ­რ­დე­ბი თავ­საც საფ­რ­თხე­ში იგ­დე­ბენ და სხვებ­საც პრობ­ლე­მებს უქ­ნი­ან.

გო­გო­ნას, რომ­ლის ინ­ტერ­ვი­უ­საც ახ­ლა შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, წლე­ბის წინ შევ­ხ­ვ­დი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მა­შინ ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტის გუ­ლახ­დი­ლო­ბა­ში ეჭ­ვი შე­მე­პა­რა, მაგ­რამ მე­რე მივ­ხ­ვ­დი - ამ ამ­ბავ­ში და­უ­ჯე­რე­ბე­ლი არა­ფე­რია და დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან კი ვფიქ­რობ, რომ ახალ თა­ო­ბას აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან ირე­ა­ლურ­ში არ გა­და­ი­ნაც­ვ­ლონ და ისე­თი შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვან, რო­მე­ლიც არა მარ­ტო მათ, არა­მედ ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის გარ­შე­მო მყო­ფებ­საც და­ა­ზა­რა­ლებს... ამ გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც ეგოდ გა­მეც­ნო, ვიდ­რე შევ­ხ­ვ­დე­ბო­დი, ჯერ მო­ბი­ლურ­ზე და­მი­მე­სი­ჯა:
"ი­მე­დია, არ­სე­ბობ, მე ეგო ვარ, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი. მინ­და იმ მო­ზარ­დებ­ზე გე­ლა­პა­რა­კო, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით, ღა­მეს სა­საფ­ლა­ო­ზე ათე­ვენ. მარ­თა­ლია, ჩე­მი სა­მე­გობ­რო წრე საკ­მა­ოდ ვიწ­როა, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას წი­ნათ ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, ყალ­ბე­ბი არი­ან, მე კი ნამ­დ­ვი­ლად ღა­მის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მთვა­რი­სა და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ცქე­რით ვტკბე­ბი... თუმ­ცა, ზოგ­ჯერ კა­ტებს ჩვენც ვაწ­ვა­ლებთ, რად­გან სა­ა­მი­სოდ მი­ზე­ზი გვაქვს... და­მი­კავ­შირ­დი და გპირ­დე­ბი, გუ­ლახ­დი­ლი ვიქ­ნე­ბი".
რო­ცა პა­სუ­ხი და­ვუგ­ვი­ა­ნე, და­მი­რე­კა და მკაც­რი ტო­ნით მითხ­რა:
- რა იყო, ჩე­მი გე­ში­ნია და ამი­ტო­მაც არ და­მი­რე­კე თუ უბ­რა­ლოდ, ეს თე­მა არ გა­ინ­ტე­რე­სებს?
- ვინ ხარ?
- მე ის ვარ, ვინც მარ­თ­ლა ღა­მის ცხოვ­რე­ბით, ღა­მუ­რა­სა­ვით ცხოვ­რობს და არა - უბ­რა­ლო ჯამ­ბა­ზი. იქ­ნებ შემ­ხ­ვ­დე. გპირ­დე­ბი, არა­ფე­რი და­გი­შავ­დე­ბა და ჩემ­თან ლა­პა­რა­კი ალ­ბათ, ცოდ­ვა­შიც არ ჩა­გეთ­ვ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ მინ­და, მე­გობ­რის დღი­უ­რი გად­მოგ­ცე...
თა­ვი­დან მე­გო­ნა, გო­გო­ნა ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე, მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლელ­თან და­მი­ბა­რებ­და, მაგ­რამ შევ­ც­დი: პა­ე­მა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­ფე­ში და­მი­ნიშ­ნა. კი­დევ ერ­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ისიც გახ­ლ­დათ, რომ სხვა უც­ნა­უ­რი იმი­ჯის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბას მხო­ლოდ გახ­ვ­რე­ტი­ლი ცხვი­რი­თა და ენით (რო­მე­ლიც ცხა­დია, თუ არ და­ი­ლა­პა­რა­კებ­და, არც უჩან­და) იქ­ცევ­და.
ეგო:
- სა­ნამ გა­გეც­ნო­ბო­დი, აქეთ-იქით ისე იყუ­რებ­დი, მივ­ხ­ვ­დი, უც­ნა­უ­რი იმი­ჯის მქო­ნე გო­გო­ნას ეძებ­დი. ასეა?
- რა­ღა და­გი­მა­ლო და, ასეა!
- მე დღი­სით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი იმი­ჯი მაქვს; სა­მა­გი­ე­როდ, სა­ღა­მოს რომ შემ­ხ­ვ­დე, ვერ მიც­ნობ: შა­ვი პა­რი­კი მაქვს, რომ­ლის ტა­რე­ბაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ყუ­რე­საც შავს ვი­კე­თებ და მა­კი­აჟ­საც. ჩე­მი ტა­ნი­სა­მო­სი ღა­მუ­რას ფრთებს მო­გა­გო­ნებთ. მოკ­ლედ, სად­მე რომ შემ­ხ­ვ­დე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რად შე­გე­შინ­დე­ბა, თუმ­ცა არც ისე­თი სა­ში­ში ვარ...

- ასე ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი სად­მე მი­დი­ხარ თუ...
- არა, სარ­კის წინ ვდგე­ბი და სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზით ვტკბე­ბი (ი­ცი­ნის). რა თქმა უნ­და, მივ­დი­ვარ, თა­ნაც - სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც ჩე­მი მე­გობ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ერ­თო­ბით?
- ვსვამთ, ვე­წე­ვით, ვლა­პა­რა­კობთ. ჩვენ კითხ­ვა გვიყ­ვარს, ვგიჟ­დე­ბით წიგ­ნებ­ზე. ჰო­და, წა­კითხულს ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მძაფ­რ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გვი­ზი­დავს.
- ზოგ­ჯერ ცხო­ვე­ლებ­საც ვაწ­ვა­ლებ­თო, - მომ­წე­რე...
- მხო­ლოდ კა­ტებს.

- რა­ტომ? ამ ცხო­ველ­მა რა და­გი­შა­ვათ? მი­სი წვა­ლე­ბის პრო­ცე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ?
- არა, ამა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო, აბა, რა უნ­და იყოს? უბ­რა­ლოდ, ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ კა­ტა უწ­მინ­დუ­რი ცხო­ვე­ლია და თუ მას ისე მო­ვექ­ცე­ვით, რო­გორც უწ­მინ­დურ არ­სე­ბას, მა­შინ ბინ­ძუ­რი აურის­გან სუ­ლი გაგ­ვეწ­მინ­დე­ბა.
- ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე...
- ჰო, ჩვენ რომ გაგ­ვი­გო, ჩვენ­ნა­ი­რი უნ­და გახ­დე (ი­ღი­მის); ჩვენ­ნა­ი­რი რომ გახ­დე, სუ­ლი­ე­რად ძლი­ე­რი უნ­და იყო, ღა­მით სა­საფ­ლა­ო­ზე სი­ა­რუ­ლის არ უნ­და გე­ში­ნო­დეს... ოდეს­მე ღა­მით სა­საფ­ლა­ო­ზე ყო­ფილ­ხარ?

- კი, ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ვა­ღი­ა­რებ, ძა­ლი­ან შემ­ში­ნე­ბია...
- ეს იმი­ტომ, რომ სუ­ლი და გო­ნე­ბა ცუ­დი ფიქ­რე­ბით გაქვს დამ­ძი­მე­ბუ­ლი. მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი გან­წ­მენ­დი­ლე­ბი ვართ და ამი­ტო­მა­ცაა, რომ არაფ­რის, მათ შო­რის, იმქვეყ­ნად გა­და­ბარ­გე­ბი­საც არ გვე­ში­ნია. შენ რომ სუფ­თა იყო, მა­შინ სა­საფ­ლა­ო­ზე ყოფ­ნი­სას კი არ შე­გე­შინ­დე­ბო­და, არა­მედ ამის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებ­დი. იცი, რა კა­ი­ფია, რო­ცა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მარ­ტო ხარ, მოწ­მენ­დილ ცას, ბრჭყვი­ა­ლა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს უყუ­რებ და ლა­პა­რა­კობ შენ­თ­ვის სა­ინ­ტერე­სო თე­მებ­ზე? რო­ცა იცი, რომ ის ად­გი­ლი, სა­დაც იმ­წუ­თას ხარ, ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი არაა?! ეს ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­როა, სა­დაც შე­გიძ­ლია, მშვი­დად იყო, რად­გა­ნაც ზუს­ტად იცი, რომ იქ არა­ვინ გი­ღა­ლა­ტებს, ცუ­დად არა­ვინ მო­გექ­ცე­ვა, არ დაგ­ცი­ნებს...

- და რო­ცა ასეთ ად­გი­ლას იკ­რი­ბე­ბით, უც­ნა­უ­რი იმი­ჯი რა­ში გეხ­მა­რე­ბათ?
- ჩვე­ნი ეში­ნი­ათ და ცოდ­ვი­ლე­ბი ახ­ლო­საც არ გვე­კა­რე­ბი­ან...

- ზოგს ჰგო­ნია, რომ შე­ნის­თა­ნე­ბი რო­მე­ლი­ღაც სექ­ტის წევ­რე­ბი არი­ან...
- შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­ნა­ი­რად ჩაც­მუ­ლი ტი­პე­ბი სექ­ტან­ტე­ბიც იყ­ვ­ნენ (თავს ვე­რაფ­რის და ვე­რა­ვის გა­მო ვერ დავ­დებ), მაგ­რამ ჩვენ მარ­თ­ლა არა­ნა­ირ სექ­ტას არ ვცნობთ. ვი­ცით, რომ უფა­ლი არ­სე­ბობს და მი­სი გვწამს, გვე­ში­ნია კი­დეც. უბ­რა­ლოდ, ეგაა, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვართ, სან­თელ­საც იშ­ვი­ა­თად ვან­თებთ. სა­მა­გი­ე­როდ, გვწამს, რომ უფალს ჩვე­ნი ეს­მის. გუ­ლით მის სიყ­ვა­რულს ვა­ტა­რებთ... მო­დი, ამ თე­მა­ზე ნუ­ღარ ვი­ლა­პა­რა­კებთ, რა. ეს ერ­თა­დერ­თი თე­მაა, რო­მელ­ზე ლა­პა­რა­კის დრო­საც ვიბ­ნე­ვი...

- ში­ნი­დან ასე უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი რომ გა­მო­დი­ხარ, მშობ­ლე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან ან ღა­მით მარ­ტოს რო­გორ გიშ­ვე­ბენ?
- მათ ჩემ­თ­ვის არას­დ­როს სცა­ლი­ათ. ისიც კი არ იცი­ან, რო­დის სად ან ვის­თან მივ­დი­ვარ. მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ სას­მელ-საჭ­მე­ლი იშო­ვონ, შვი­ლე­ბი კი "ფე­ხებ­ზე ვკი­დი­ვართ"...

- და გყავს თუ ძმა?
- ძმა მყავს, რო­მელ­საც მა­მი­და­ჩე­მი ზრდის. ისი­ნი სო­ფელ­ში ცხოვ­რო­ბენ. მა­მი­დას შვი­ლი არ ჰყავ­და და ლე­ვა­ნი­კოს გაზ­რ­და ამი­ტო­მაც იკის­რა. ჩე­მი წაყ­ვა­ნაც უნ­დო­და, მაგ­რამ ამის სურ­ვი­ლი თა­ვად არ მქონ­და. უკ­ვე დი­დი ვარ, სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა შე­მიძ­ლია. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93