რას ფიქრობენ 20-დან 25 წლამდე ქართველი ბიჭები დაოჯახებასა და "გელფრენდის" ინსტიტუტზე

რას ფიქრობენ 20-დან 25 წლამდე ქართველი ბიჭები დაოჯახებასა და "გელფრენდის" ინსტიტუტზე
ახალგაზრდა ვაჟების გარკვეული კატეგორია დაოჯახებას ზოგჯერ ძალიან ჩქარობს და 17-18 წლის ასაკში ქორწინდება; ზოგი პირიქით, ამ მიმართულებით არც აქტიურობს, რაზეც საკუთარი მოსაზრება აქვს.
ჩვენ 20 წლიდან 25 წლამდე ადამიანების გარკვეულ ჯგუფს გავესაუბრეთ. რას ფიქრობენ ოჯახის შექმნაზე, როგორ წარმოუდგენიათ სამომავლოდ საკუთარი ოჯახი და უფლება-მოვალეობები, რას ფიქრობენ ასევე "გელფრენდის ინსტიტუტზე", როგორი უნდა იყოს გენდერული ბალანსი წყვილს შორის...

გიორგი კბილაძე, 22 წლის, იურისტი:
- არ მაქვს განსაზღვრული კონკრეტული ვადები, ცოლს როდის მოვიყვან, თუმცა ნელ-ნელა ბუნებრივად იწყება ფიქრი ამ
თემაზე, ანუ როცა ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა. როდესაც ოჯახს ქმნი, მეუღლეების ფუნქციები თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული, გენდერული ბალანსის მომხრე ვარ. ეს პროცენტებით რომ განვსაზღვროთ, 51 პროცენტს მამაკაცს დავუწერ, ქალს 49 პროცენტს. თანხვედრა და თანამოაზრეობა თუ არ არის, ოჯახსაც ვერ შექმნი და ოჯახიც არ იქნება მყარი. ვფიქრობ, ეს კავშირი და ურთიერთგაგება ამ კავშირის სიმტკიცეს განაპირობებს.

- "გელფრენდის ინსტიტუტს" როგორ უყურებ?
- როდესაც მეგობარი გყავს და მასთან ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობ, - ამას ან ბიჭი უყურებს არასერიოზულად, ან გოგო. ასეთი ურთიერთობიდან ოჯახის შექმნა აუცილებელი არ არის. რაც შეეხება ორი ადამიანის ასეთ კავშირს, ყველაფერი მაინც მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მაგ სიტუაციაშიც ორი მომენტია გასათვალისწინებელი, - შეიძლება შემდეგ მეგობრობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს, ან უბრალოდ ფლირტის დონეზე დარჩეს, თუმცა პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება, რადგანაც თუ ერთს არ უნდა, ურთიერთობა არ შედგება.

- ახლავე რომ შექმნა ოჯახი, ამისთვის მატერიალურად მზად ხარ?
- ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად დგას. ამიტომ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, არ აქვთ იმის საშუალება, საკუთარ თავზე აიღონ ოჯახის რჩენა, თუმცა არიან გამონაკლისები, რომლებიც ოჯახებს ქმნიან, აქვთ ჩამოყალიბებული მიზანი და განსაზღვრული გეგმა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ცხოვრების სოციალური დონე სიყვარულს და ოჯახის შექმნის საკითხს წარმართავს. ეს თემა მწვავედ დგას არა მარტო დასაოჯახებელ ადამიანებში, უკვე დაოჯახებულებშიც.
ამიტომ - გარკვეული პრობლემები შეიძლება წარმოშვას ფინანსურმა სიდუხჭირემ, რის გამოც, შესაბამისად, ოჯახშიც ჩნდება პატარა-პატარა ბზარები, კონფლიქტები, კამათი.

ლევანი, 21 წლის, უმუშევარი:
- ცოლს ჯერ ვერ მოვიყვან, მაგრამ ისეთ ცოლი მინდა, რომ ჩვენი ოჯახის მატერიალური პრობლემები თავის თავზე თვითონ აიღოს. მომწონს, როდესაც ქალი აქტიური და დამოუკიდებელია. ვიღაც ამის გამო გამლანძღავს, მაგრამ რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. ჩემნაირად ბევრი ფიქრობს, მაგრამ ამის გამხელის რცხვენია. მე ისეთი ტიპი ვარ, ბევრი ფული არასდროს მექნება.

- დარწმუნებული ხარ, რომ შენნაირ ადამიანთან გოგოს ოჯახის შექმნა მოუნდეს?
- რატო? საყვარელი ტიპი ვარ, სითბოს არ მოვაკლებ, სითბო გოგოებს უყვართ... ვერ მიმატოვებს.

ლაშა ფერაძე, ფინანსისტი, 22 წლის:
- ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებ იმიტომ, რომ არ მაქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები, რომ ოჯახი მყარად შევინარჩუნო.

- ზოგი ამბობს, ისეთ ცოლი მინდა, რომელიც მარჩენსო...
- ეგეთი გოგოებიც არიან, რომლებიც ამბობენ, გავთხოვდები და ქმარი მარჩენსო, მაგრამ ისეთი ქმრებიც არიან, ცოლის სამსახურში გაშვების წინააღმდეგები რომ არიან. მაგრამ ამას უფრო აზიატი ტიპები ამბობენ, არადა, საკუთარ თავს თანამედროვეებს ეძახიან.

გელფრენდი კარგია, საქართველოში ასაკის განსაზღვრა რომ ხდებოდეს. 20-21 წლისას უკვე შეუძლია ასეთი ურთიერთობა ჰქონდეს, რადგანაც უკვე დიდი ხარ, მეტი მოგეთხოვება. ასეთ კავშირს მე 20 წლამდე კატეგორიულად არ ვუშვებ. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93