8 რამ თქვენს სიყვარულზე, რაც არ უნდა "გამოფინოთ" სოციალურ ქსელში

8 რამ თქვენს სიყვარულზე, რაც არ უნდა "გამოფინოთ" სოციალურ ქსელში
მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეხუთე წყვილი ონლაინ იცნობს ერთმანეთს, ინტერნეტურთიერთობის ეტიკეტი ჯერ კიდევ შემუშავებული არ არის.

საჯაროდ კვეხნის ან წუწუნის სურვილი ჯერ კიდევ დიდია, მაგრამ ეს კარგი იდეა ნამდვილად არ არის.


აი, რა არ უნდა გამოფინოთ სოციალურ ქსელებში:


პარტნიორის პირადი მონაცემები მისი თანხმობის გარეშე

როდესაც პირად ინფორმაციას უზიარებთ მეგობრებს (და მათ მეგობრებსაც), არა მხოლოდ ამცირებთ სიახლოვის გრძნობას, არამედ პარტნიორს უხერხულ მდგომარეობაშიც აყენებთ.


პარტნიორის კრიტიკა კამათისას


შესაძლოა, კამათის დროს დარწმუნებული იყოთ თქვენს სიმართლეში, მაგრამ პარტნიორი სიჯიუტის
გამო არ აღიარებდეს ამას. და აი, გადაწყვეტთ, რომ ეს საჯარო განხილვის თემად აქციოთ ონლაინ. შეჩერდით!

ექოსკოპიის შედეგები

ეს გახლავთ "ფეისბუქზე" ორსულობის გამოცხადების ახალი მოდა. თუმცა, გინეკოლოგები გირჩევენ, მეორე ტრიმესტრს დაელოდოთ, სანამ ამის შესახებ სამყაროს განუცხადებ.

სელფი კოცნის სცენით

ეს მშვენიერია, რომ უკვე მარტო აღარ ხართ და იპოვეთ მონათესავე სული, მაგრამ ნუ იჩქარებთ, მთელ სამყაროს გაუზიაროთ, თუ როგორ ნაზად კოცნით ერთმანეთს.

ძვირად ღირებული საჩუქრები

პარტნიორმა უზარმაზარი თაიგული, სამკაული ან ძვირფასი ჩანთა გაჩუქათ? შესანიშნავია! მაგრამ ნუ გამოუფენთ ფუფუნების ამ საგნებს ადამიანებს, რომლებსაც ხელფასიდან ხელფასამდე თავი ძლივს გააქვთ.

განშორება

არ არის საჭირო, მეგობრებს გაუზიაროთ საჯაროდ თქვენი განშორების მიზეზები დაწვრილებით. დიდი ალბათობით, პარტნიორზე სისაძაგლეებს ისაუბრებთ. ნუ გაირთულებთ ემოციურ მდგომარეობას არასახარბიელო კომენტარების კითხვით.

პარტნიორის ნახევრად შიშველი ფოტოები


სექსუალური ფოტოები - შესანიშნავი ხერხია პარტნიორის მოსანუსხად, როცა ის სამსახურშია ან ინტიმისთვის დრო არ გაქვთ. მაგრამ ამის შესახებ თქვენ ორის გარდა, არავინ უნდა იცოდეს.

ყოველი წვრილმანი

თუ თქვენი ყოფილი დაქალის დამ იცის, რომ ორშაბათს პარტნიორმა ყვავილები მოგართვათ, სამშაბათს ვახშამი მოგიმზადათ, ოთხშაბათს თქვენი ნაჩუქარი პერანგი ჩაიცვა, პარასკევს კი რესტორანში დაგპატიჟათ, ე.ი. ბევრს ტლიკინებთ. თუ ურთიერთობაში დარწმუნებული ხართ, არ გჭირდებათ ათასი მოწმის მოხმობა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93