ამას არავინ გააკეთებს შენ ნაცვლად: 21 რამ, რისი მოყოლაც უნდა მოასწრო ქალიშვილისთვის

ამას არავინ გააკეთებს შენ ნაცვლად: 21 რამ, რისი მოყოლაც უნდა მოასწრო ქალიშვილისთვის
დედობა - დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამასთან, ძალიან მძიმე შრომაც. მნიშვნელოვანია, შვილს სათანადო სიტყვებით აუხსნა, რომ სამყარო არც ისე მარტივი და მშვენიერია, როგორც ამას ზღაპრებში წერენ.

რაც უნდა თქვა, აღზრდის დიდ ნაწილს ადამიანი სოციუმიდან იღებს და სწორედ თქვენ უნდა მოამზადოთ ბავშვი ცხოვრებისეული სირთულეებისათვის.
ჩვენი რედაქცია გირჩევთ, მოუთხროთ ქალიშვილს ამ 21 ცნების შესახებ, სანამ ის ზრდასრულ ცხოვრებას დაიწყებს.


გოგონას აღზრდა


სიყვარული ყოველთვის ბედნიერებას არ ნიშნავს. წარუმატებელი ურთიერთობებიდან გაკვეთილი უნდა გამოიტანო და გააცნობიერო შეცდომები. მაგრამ ამასთან,
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგო სიყვარულის რწმენა.

разговор с дочкой

იყო ბედნიერი - ცხოვრებისეული არჩევანია. ბედნიერება მხოლოდ ფულზე, კარიერასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე არ არის დამოკიდებული.

მამაკაცებთან სიფრთხილე გმართებს. უნდა გახსოვდეს, რომ ლამაზი სიტყვების მიღმა შესაძლოა პირადი და ხანმოკლე ინტერესი იმალებოდეს.

მთავარია - გიყვარდეს და პატივი სცე საკუთარ თავს. არცერთ მამაკაცს არ აქვს უფლება, ხელი ასწიოს და დაამციროს ქალი. თამამად უნდა გათავისუფლდე არაჯანსაღი ურთიერთობისგან.

უნდა ისწავლო საკუთარი ინტიციის მოსმენა და არ უნდა მოატყუებინო თავი პირველ შემხვედრს. ყველა ადამიანი არ იმსახურებს ნდობას.
ბევრი მეგობარი არ არსებობს. ახლოს მხოლოდ ისინი უნდა მიუშვა, ვინც შენთანაა სიხარულსა და მწუხარებაშიც.

ნუ შეიკავებ ცრემლებს. ძლიერი ქალებიც ტირიან და სუსტებიც. ემოციები უნდა გამოუშვა. ქალის ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

воспитание дочери

გარეგნობა ქალისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. შინაგანი სილამაზე ასხივებს, ამშვენებს ნებისმიერ ქალს, მაშინაც კი, როცა ახალგაზრდობა გადის.

მანამ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებ, უნდა დაფიქრდე შედეგებზე, რომლებთანაც შემდეგ ცხოვრება მოგიწევს. ნუ მიჰყვები ბრბოს, საკუთარი აზრი უნდა გქონდეს.

სხვებს პატივი უნდა სცე და სიკეთე უსურვო, მაგრამ ამას მაშინ გააკეთებ, როცა საკუთარ თავს მიიღებ და შეიყვარებ.

ისწავლე კრიტიკის მიღება, მაგრამ გულთან ძალიან ახლოსაც ნუ მიიტან სხვების აზრს.  მათ შესაძლოა შენი შურდეთ ან დაბალი თვითშეფასება ჰქონდეთ. საკუთარი თავის რწმენა - წარმატების საწინდარია.

ადამიანები ყოველთვის როდი არიან გულწრფელნი. უნდა გაარჩიო ტყუილ-მართალი.

воспитание дочери

ნუ გააგებინებ გარშემომყოფებს შენი პირადი ცხოვრების დეტალებს, განსაკუთრებით, ნუ მოუყვები ოჯახურ კონფლიქტებსა და სირთულეებზე.

მადლიერი უნდა იყო იმის, რაც გაქვს, მაგრამ ნუ გაჩერდები ერთ ადგილას, იმოქმედე, რათა გახდე უკეთესი.

ცხოვრებაში მიზანი უნდა გქონდეს. დაგეგმო საქმეები და გადაანაწილო პრიორიტეტები. თავისთავად არაფერი ხდება.

ადამიანის ცხოვრება მხოლოდ მის ხელშია. თუნდაც ძლიერი მხარდაჭერა გქონდეს, დამოუკიდებელი უნდა იყო.

სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო. ნუ დაკავდები ტრაბახით.

პატიება უნდა იცოდე. საკუთარი კეთილდღეობისთვის, ნუ დააგროვებ წყენასა და სიბრაზეს შენში.

воспитание дочери

ურთიერთობაში სირთულეები მუდამ იქნება. თუ ურთიერთობაში პრობლემებს ვერ ხედავ, ე.ი. ის დასრულდა. მთავარია მათი ერთად გადალახვა, კონფლიქტური სიტუაციის განხილვა და კომპრომისზე წასვლა.

ნუ იქექები წარსულში. ის უბრალოდ ისტორია უნდა გახდეს. მნიშვნელოვანია, აქ და ახლა იცხოვრო და მომავალზე დაფიქრდე.

ცხოვრება მშვენიერია. არის სირთულეები, მაგრამ მას მუდამ კარგი პერიოდი მოჰყვება.












FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ელზა
მადლობა ძალიან დამეხმარეტთ
10:59 / 09-11-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93