"ოდნოკლასნიკებში" დაწყებული სიყვარულის ისტორია: ზესიმპათიური ნიკუშადან - ინტელექტუალ ნუგზარამდე

"ოდნოკლასნიკებში" დაწყებული  სიყვარულის ისტორია: ზესიმპათიური ნიკუშადან - ინტელექტუალ ნუგზარამდე
წლების წინ საქართველოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს "ოდნოკლასნიკი (მოფერებით "ოდნოები" ) ერქვა და მისი მთავარი დანიშნულება დიდი ხნის უნახავი კლასელების მოძებნა იყო. დროთა განმავლობაში მან მიზანი შეიცვალა და გაცნობის ყველაზე მარტივ საშუალებად იქცა. სწორედ იქ გაიცნო ჩემმა დაქალმა ნიკუშა. 

სიმართლე გითხრათ, მაშინ მისი ურთიერთობა არარეალური მეჩვენებოდა. კითხვაზე ჰყავდა თუ არა შეყვარებული, თიკა პასუხობდა, რომ დიახ, ის შეყვარებული იყო, მაგრამ დანარჩენ შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა. მან კარგად ისიც კი არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა მისი "მომავალი მეუღლე".
მხოლოდ ფოტოებში ჰყავდა ნანახი. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ერთი წელი. წყვილი ერთმანეთს გამუდმებით ეკონტაქტებოდა, მაგრამ შეხვედრას არ ჩქარობდნენ. ამას ხელს ტერიტორიული სიშორეც უწყობდა. გოგონა თბილისში ცხოვრობდა, ბიჭი - ბათუმში. დრო გადიოდა, თიკა კიდევ უფრო მეტს იგებდა ნიკას შესახებ და  უფრო ღრმად  რწმუნდებოდა თავის არჩევანში და შეხვედრის ინიციატივას მისგან ელოდებოდა, თუმცა ბიჭი შეხვედრას გაურბოდა.

"ოდნოები" მოგვიანებით "ფეისბუქმა" ჩაანაცვლა. ახლა იქ აგრძელებდნენ მიმოწერას ონლაინ-შეყვარებულები. თიკა აღფრთოვანებული მიყვებოდა, რომ ნიკა ძალიან განათლებულია, ზესიმპათიურის გარდა და გოგონებში გარეგნობას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ის შინაგან სილამაზეს აფასებს და ბლა ბლა ბლა... ამაში სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ გულში მაინც მიხაროდა, რომ ჩემმა ბავშვობის მეგობარმა როგორც იქნა, ოცნების მამაკაცი იპოვა.

როგორც იქნა, მათი შეხვედრის დღეს დადგა. მოუთმენლად ველოდი, როდის დამირეკავდა თიკა და მომიყვებოდა ამბებს. მეგონა ერთად მთელ დღეს გაატარებდნენ და მის ზარს გვიან ველოდი, ამიტომაც ძალიან გამიკვირდა, როცა საღამოს 5 საათზე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ხმაზე შევატყვე, რომ რაღაც ცუდი მოხდა.

ერთმანეთს კაფეში შევხვდით. "თურმე ნიკა არ არსებობს, ნუგზარი ჰქვია, და ორი ჩემხელაა, 35 წლის", - ისე ჩუმად მითხრა,, თითქოს სახელმწიფო საიდუმლო გამანდო. არ ვიცოდი რა მეთქვა, სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი. გონებაში დასამშვიდებელ და გასამხნევებელ ფრაზებს ვალაგებდი: - ცხოვრება არც ნიკათი დაწყებულა და არც ნუგზარით დამთავრდება. ან ასე: - არც ნიკა და არც ნუგზარა შენს ცრემლებს არ იმსახურებენ და ბლა-ბლა-ბლა...

წარმოვიდგინე ვაკის პარკში როგორ ელოდებოდა ჩემი გაწრიპული თიკა ათლეტური აღნაგობის ნიკას და თავზე წამოადგა ღიპიანი ნუგზარი. თავიდან დაიბნეოდა, მერე აიცრემლებოდა, ისიც გვერდით მიუჯდებოდა და შექსპირისეული მჭერმეტყველებით შეეცდებოდა თავის მართლებას. მერე თიკა ახტებოდა და ელდანაკრავი გამოვარდებოდა.

ნიკამ მას თავი ინტელექტუალ სიმპატიურ ნიკუშად გააცნო, რომლის ფოტოებს, ინსტაგრამზე პოულობდა, გოგონას თავი გამოუტენა, გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი სულიაო, იფიქრა თავს შევაყვარებ და მერე ბრახ! ჩათვალა ერთი წელი საკმარისი დრო იყო, მაგრამ ვერ მოგართვით ბატონო ნუგზარ! მართალია, თიკა ჯერ დეპრესიაში ჩავარდა და მერე ლურჯ საღებავში, თმა ლურჯად გადაიღება, მაგრამ ახლა მას აღარც სიმპატიური ნიკუშა ახსოვს და არც ინტელექტუალი ნუგზარი.



P.S. მოგვწერეთ თქვენი ისტორიები მეილზე marao@marao.ge

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნათია
მეც ცჰემი სიყვარული ოდნიკლასნიკებში გავიცანი მაშინვე შეგვიყვარდა ერთმანეთი რაოდენ გასაკვირვიც არ უნდა იყოს ჩემი სოფლის გვერდით ცხოვრობდა 4 წელია ერთად ვართ
20:48 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93