თინეიჯერის დეპრესიის 10 მიზეზი

თინეიჯერის დეპრესიის 10 მიზეზი
თინეიჯერობა მარტივი არაა. ეს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს, რთული ეტაპია. გარდატეხის ასაკში ისინი არაერთ ცხოვრებისეულ პრობლემას ეჯახებიან, რომლებიც თინეიჯერების დეპრესიის მიზეზებად იქცევა:
აკადემიური სტრესი
- სწავლის პერიოდში მოსწავლეები სერიოზული წნეხის ქვეშ არიან. გაკვეთილზე დაძაბულობას შინ მშობლების მხრიდან მეცადინეობის იძულება ემატება და ეს მათ ბოჭავს, ხასიათს უმძიმებს. დაბალი ქულები კიდევ უფრო ცუდად აისახება მათ ფსიქიკაზე.

სოციალური სტატუსი - ყველა თინეიჯერი პოპულარობაზე ოცნებობს, რისთვისაც მათ ბრძოლის, თანატოლებთან უთანხმოებისა და უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ.

რომანტიკული
ურთიერთობები
- საზოგადოების ნაწილს სწორედ ამ პერიოდში უყვარდება ცხოვრებაში პირველად. სიყვარულს კი ბევრი დაბრკოლება და სირთულე ახლავს თან, ზოგჯერ კი გრძნობები ცალმხრივია. მოზარდის ფსიქიკა ამისთვის არცთუ ისე მზადაა.

არეული ურთიერთობები - ბავშვები ხშირად იცვლებიან, იცვლება მათი აზროვნება, შეხედულებები. ამის მიხედვით იცვლება სამეგობროც. კარგავენ და იძენენ მეგობრებს, ეს კი არც ისე მარტივია. ამ სირთულეს ხშირად პირველი სიყვარულის იმედგაცრუებაც ემატება.

Related image
მშობლების განქორწინება - უფროსებზე მეტად ამის გადატანა ბავშვებს უჭირთ. მათ გაურკვევლობა და იმედგაცრუება იპყრობთ. ზოგჯერ ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლების უთანხმოებაში თვითონ არიან დამნაშავენი და საკუთარ თავში იკეტებიან.

მემკვიდრეობა - საზოგადოების ნაწილი მიდრეკილია დეპრესიისკენ, რაც მათ შთამომავლობით გადაეცათ და ამ სენს მემკვიდრეობით იღებს ახალი თაობაც.

ფინანსური პრობლემები
- მოზარდებს ბევრი მოთხოვნები აქვთ. მათ უამრავი საჭირო თუ არასაჭირო ნივთის ყიდვის სურვილი უჩნდებათ. ზოგჯერ ეს წამხედურობაა,ზოგჯერ - აკვიატება ან ინტერესი. ოჯახის ფინანსური პრობლემები კი მათ განწყობაზეც აისახება.

ყურადღების ნაკლებობა - მცირეწლოვანის მიმართ ყველა დიდ ყურადღებასა და მოწიწებას იჩენს, მაგრამ როცა ამ ასაკიდან გამოდიან, ყველაფერი იცვლება და მოზარდებს ეჩვენებათ, რომ მშობლებისთვის ისეთი მნიშვნელოვანნი აღარ არიან, როგორც ადრე, აღარც გარშემომყოფები აქცევენ დიდ ყურადღებას. ამაში თინეიჯერები საკუთარ თავსაც ადანაშაულებენ.

დაბალი თვითშეფასება - თინეიჯერების სათუთ ფსიქიკაზე ყველაფერი უარყოფითად აისახება - მასწავლებლის უარყოფითი შეფასება, მშობლების კამათი, მეგობრებთან უთანხმოება. ეს ყველაფერი მათ თვითშეფასებას ადაბლებს. ამას ემატება ისიც,რომ გარდატეხის ასაკში სხეული ჩამოყალიბების პერიოდშია და არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურება.

უმწეობის განცდა - მოზარდებს უფროსებთან უწევთ ყველაფრის შეთანხმება, რაც მათ თავს უძლურად და უმწეოდ აგრძნობინებს.

მარიამ ელიაშვილი







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93