გოგონამ, რომელიც მოიტაცეს და გააუპატიურეს, სამუდამოდ შეცვალა ისტორია...

გოგონამ, რომელიც მოიტაცეს და გააუპატიურეს, სამუდამოდ შეცვალა ისტორია...
1965 წლის დეკემბერში, სიცილიაში ბანალური ამბავი მოხდა. 7 თანამზრახველთან ერთად, ჩვეულებრივმა ბიჭმა 18 წლის გოგონა გაიტაცა.
გოგონას დაკარგვას ოჯახში დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. იმდროინდელი იტალიური ტრადიციების მიხედვით, ეს ამბავი გოგონას გათხოვების წინაპირობად იქნა აღქმული. ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსიც კი გამტაცებლის სასარგებლოდ მუშაობდა. თუ გოგო გათხოვდებოდა იმ პიროვნებაზე, ვინც ის საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გაიტაცა და გააუპატიურა, სასამართლო ამართლებდა და არც გოგონას შებღალული პატიოსნება ილახებოდა.
ტრადიციული სოციალური კოდექსიდან გადახრა „ქორწილით რეაბილიტაციის“ გარეშე, „უპატივმოყვარეო ქალის“ სტატუსს ანიჭებდა გოგონას,
რადგან მან ქალწულობა გათხოვების გარეშე დაკარგა.

ყველაფერი ტრადიციების მიხედვით გრძელდებოდა, სანამ ამ გოგონამ, სწორედ იმ 1965 წლის დეკემბერში, ფრანკა ვიოლამ, უარი არ თქვა გათხოვებაზე და იმდროინდელი სიცილიელი გოგონებისაგან განსხვავებით, პოლიციაში შეიტანა განცხადება გამტაცებლის და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ. სხვათა შორის, მას არც თავისი ვინაობის დამალვა უცდია.
ეს იყო პირველი შემთხვევა სიცილიის ისტორიაში, გაბედული გოგონასი, რომელიც ქალაქს, მის ტრადიციებს და საზოგადოებრივ აზრს დაუპირისპირდა. მას არც სკანდალების, შანტაჟის და მუქარის შეშინებია. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93