ტოპ 10 ყველაზე გაყიდვადი სათამაშო: რაზე ოცნებობს ყველა ბავშვი - Marao

ტოპ 10 ყველაზე გაყიდვადი სათამაშო: რაზე ოცნებობს ყველა ბავშვი

2018-05-30 12:24:30+04:00

თანამედროვე ბავშვებს სათამაშოებით ნამდვილად ვეღარ გააკვირვებთ, მაგრამ არის 10 ყველაზე გაყიდვადი ნივთი, რომელზეც თითქმის ყველა მათგანს უოცნებია.

ინტერაქტიული შინაური ცხოველები HATCHIMALS COLLEGGTIBLES (ჰატჩიმალსი)

კვერცხში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი რამ - ლომი, სპილო, კოალა, კურდღელი და სხვ.

კვერცხს აქვს გარედან გული, რომელიც ფერს იცვლის, როდესაც კვერცხში მყოფი არსება ვითარდება და მზადაა, გამოიჩეკოს. გამოჩეკვის შემდეგ ბავშვს შეუძლია ცხოველს ასწავლოს სიარული და მოუაროს მას. სათამაშო გათვლილია 4-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

თოჯინა LOL - ბურთში

თოჯინა მოთავსებულია ბურთში, რომელიც მრავალი ფენისგან შედგება. ბავშვი ფენებში სხვადასხვა აქსესუარს პოულობს: ბოთლს, ფეხსაცმელებს, ტანსაცმელს და ა.შ.

ტრასა MAGIC TRACKS

კონსტრუქტორის აწყობით უამრავი საინტერესო ტრასა კეთდება.

3D MAGIC - მოცულობითი ფორმების ხატვა

სპეციალურ სახატავ მოწყობილობაში თავსდება სხვადასხვა ფერის ნივთიერება, რომელიც დახატვის შემდეგ მაგრდება. ბავშვს შეუძლია ხატოს 3D-ში.

მაგნიტური კონსტრუქტორი MAGFORMERS

ფერადი და ლამაზი კონსტრუქტორი ძალიან კარგი საჩუქარია ბავშვებისთვის.

ცხოველები ბუდეებში LITTLEST PET SHOP NESTS & NOOKS

ბლასტერი NERF DOOMLANDS THE JUDGE

ბლასტერი ყველა ბიჭუნას ოცნებაა.

პროგრამირებული კონსტრუქტორი LEGO BOOST

გათვლილია მოზარდებზე. აწყობილი რობოტების მოძრაობა სპეციალური მექანიზმებითაა შესაძლებელი.

თოჯინები ENCHANTIMALS

თოჯინები საინტერესო სამყაროდან, სადაც ცხოვრობენ უცნაური არსებები: ნახევრად ადამიანები, ნახევრად ცხოველები.

ახალი MONSTER HIGH თოჯინები