2018 წლის ტოპ-5 რეიტინგული კომპიუტერული თამაში - Marao

2018 წლის ტოპ-5 რეიტინგული კომპიუტერული თამაში

2018-09-10 13:31:52+04:00

გადავწყვიტეთ, მიმოვიხილოთ 2018 წლის ტოპ-5 საუკეთესო კომპიუტერული თამაში. თუ ჯერ არ გითამაშიათ რომელიმე მათგანი, წინ დიდი სიამოვნება გელით

1. Mount & Blade 2: Bannerlord - ცნობილი თამაშის ახალი ნაწილია, რომელიც მოთამაშეს სთავაზობს ბრძოლას ძალაუფლებისთვის - შუა საუკუნეების სამყაროში.

მოთამაშეებს ელით მასშტაბური ბრძოლები.

2. Far Cry 5 - ცნობილი „შუთერის“ ახალი ნაწილი.

მოქმედება გამოგონილ ადგილზე - ჰოუპში ვითარდება (აშშ. მონტანას შტატი). აქ ბატონობს კულტი, სახელწოდებით - „ედემის კარიბჭე“, რომელსაც მღვდელი - ჯოზეფ სიდი უდგას სათავეში. მოთამაშე შტატის ახალი შერიფის როლშია, რომლის მიზანი კულტისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. თამაშის მანძილზე ბევრ პერსონაჟს შეხვდებით.

3. Metro: Exodus - ეს Metro: Last Light-ის სიქველია.

მოქმედება პოსტაპოკალიფსურ სამყაროში ხდება. თამაში წინა ნაწილის გაგრძელებას წარმოადგენს. მოთამაშე დიდ სამყაროში მიემგზავრება, რომელიც თავგადასავლებით და ხიფათითაა სავსე. ყოველი ლოკაცია მოთამაშეს ახალ, უნიკალურ გამოცდილებას აძლევს.

4. Assassin’s Creed Origins: The Hidden Ones - მთავარი გმირის, ასასინის თავგადასავალი გრძელდება.

მოქმედება რომაული არმიის მიერ დაპყრობილ ახალ რეგიონში მიმდინარეობს.

5. Shadow of the Tomb Raider - ლარა კროფტის განახლებული სერიის მესამე ნაწილია.

მოქმედება ამჯერად მეზოამერიკის ტერიტორიაზე ხდება. ლარას მოუწევს მოსალოდნელი აპოკალიფსის შეჩერება.

მოთამაშეებს ელით საინტერესო ლოკაციები, გაზრდილი რაოდენობა აკლდამებისა და ძველი ტაძრების ნანგრევების.