ტოპ-5 ყველაზე მოთხოვნადი სათამაშო ახალი წლის პერიოდში

ტოპ-5 ყველაზე მოთხოვნადი სათამაშო ახალი წლის პერიოდში
ახალი წელი ახლოვდება და ბავშვებისთვის სასურველი საჩუქრის შერჩევაც უკვე აქტუალურია. ბავშვების უმრავლესობამ უკვე გაამზადა საახალწლო სურვილების გრძელი სია, რომელთა შორისაც, ალბათ, აუცილებლად მოხვდებოდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სათამაშოები.

როგორც აღმოჩნდა, გამოკვეთილია 5 ტიპის სათამაშო, რომელიც ყოველწლიურად ყველაზე მეტი ბავშვის საახალწლო სურვილების სიაში იკავებს მოწინავე ადგილს:

1. Hotwheels-ის მანქანები და ტრასები: Hotwheels-ის სათამაშო მანქანები და ტრასები მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სათამაშოებს შორის უკვე წლებია არ თმობს მოწინავე პოზიციებს. ბავშვები და არამარტო ბავშვები წლების განმავლობაში აგროვებენ მინი-მანქანებისა და მათთვის განკუთვნილი
ტრასების კოლექციებს. თითოეული ტრასის დაკავშირება შესაძლებელია სხვა ტრასებთან და საბოლოო ჯამში, ერთი დიდი ქალაქის აწყობა, რაც განსაკუთრებულ ინტერესს აჩენს ბავშვებში. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ Hotwheels-ის სათამაშოები კომპიუტერული თამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა ბავშვებისთვის. ამიტომაც ახალი წლის საჩუქრად ყველაზე ხშირად ბავშვები სწორედ ამ სათამაშოს ითხოვენ.

2. Barbie - ბარბის თოჯინები და თოჯინებისთვის განკუთვნილი აქსესუარები ასევე წლებია არ კარგავს პოპულარობას. უფრო მეტიც, ბავშვები აგროვებენ თოჯინების კოლექციებს, რომელიც მათ საყვარელ გასართობად საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩება. ბარბი ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის კოლექციებს სთავაზობს ბავშვებს, რის გამოც ის მუდმივად რჩება სასურველ საახალწლო საჩუქრად.

3. შემეცნებითი ლაბორატორიები - შემეცნებითი სათამაშოები ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა მსოფლიო მასშტაბით. როგორც აღმოჩნდა, არსებობს იმგვარი სათამაშოების გააქტიურების ტენდენცია, რომელიც საშუალებას იძლევა, დამოკიდებლად ჩაატარონ ბავშვებმა რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული ექსპერიმენტები, დააკვირდნენ სხვადასხვა პროცესს და გააკეთონ აღმოჩენები. ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საახალწლო საჩუქრად კი იტალიური კომპანია Clementoni-ს შემეცნებითი ლაბორატორიები მიიჩნევა, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკითა და მაღალი ხარისხით.

4. კონსტრუქტორები - ახალი წლის პერიოდში ტოპ-მოთხოვნად სათამაშოებს შორის არის LEGO-ს კონსტრუქტორები, რომელიც არამარტო ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვის სასურველ საშობაო საჩუქრად მიიჩნევა. ლეგოს კონსტრუქტორები იძლევა ფანტაზიისა და სტრუქტურული აზროვნების განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობას და ის სასურველი საჩუქარია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს თავსატეხებს, ასაწყობ სათამაშოებსა და ლოგიკაზე დაფუძნებულ გასართობ საშუალებებს.


5. მინიატურული თოჯინები - მინიატურული თოჯინები, რომლებითაც სხვადასხვა თემატიკის კოლექციის შევსებაა შესაძლებელი, ასევე განსაკუთრებულად მოთხოვნადია ახალი წლის პერიოდში. ამ მხრივ, როგორც აღმოჩნდა, ლიდერობს Pinypon-ის ჯადოსნური ფერიების სათამაშოები, რომლებზეც არაერთი მულტიპლიკაციური ფილმიც არის გადაღებული. სწორედ საახალწლოდ ცდილობენ ბავშვები, რაც შეიძლება მეტი Pinypon-ის თოჯინა მიიღონ საჩუქრად, რათა შეავსონ მათი საყვარელი კოლექციები.

მსოფლიოში ახალ წელს ყველაზე მოთხოვნადი ამ სათამაშოების შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია და მათ ფართო არჩევანს სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ გვთავაზობს.

„პეპელა“- სანტას ოფიციალური პარტნიორი!


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93