გთავაზობთ იმ პოპულარული სათამაშოების სიას, რომელთა შეძენასაც საახალწლოდ 200-ლარიანი ბიუჯეტით შეძლებთ და რომელიც ნებისმიერი ბავშვისთვის სასურველი საჩუქარი იქნება.
1) ტრასები და საკოლექციო მანქანები: მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, Hotwheels-ის სათამაშო მანქანები და ტრასები მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სათამაშოებს შორის უკვე წლებია არ თმობს მოწინავე პოზიციებს. ბავშვები
2) იმიტაციის სათამაშოები:
თანამედროვე ბავშვები სულ უფრო და უფრო ინტენსიურად გამოთქვამენ სურვილს, ჰქონდეთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, რეალურ სიტუაციებთან მიახლოებული აქტივობები რეალურად გამოსცადონ. ასეთია, მაგალითად, სამზარეულოსა და მანქანის სახელოსნოების იმიტირებული ნაკრებები. საერთაშორისო ბრენდი ecoiffier-ი ამგვარი სათამაშოების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, რომელთა სხვადასხვა სახეობის შეძენასაც 200-ლარიანი ბიუჯეტით ნამდვილად მოახერხებთ.

3) თოჯინები სხვადასხვა ფუნქციით:
ბოლო პერიოდში ასევე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ის თოჯინები, რომლებიც იძლევა საშუალებას, პატარებმა გამოსცადონ ნამდვილ ბავშვებზე ზრუნვა, შეძლონ მათი მოვლა, კვება, ტანსაცმლის გამოცვლა. ამგვარი თოჯინები ბავშვებში აღვივებს მზრუნველობის მოთხოვნილებას. ამგვარი თოჯინების ფართო ასორტიმენტს და რაც მთავარია, მაღალ ხარისხს გვთავაზობს ესპანური ბრენდი Nenuco, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა ფუნქციით დატვირთულ თოჯინებს საინტერესო ფუნქციებითა და აქსესუარებით.

ამ და სხვა უამრავი ჯადოსნური სათამაშოს შეძენა კი შეგიძლიათ სათამაშოების მაღაზიათა ქსელში „პეპელა“.
„პეპელა“ - სანტას ოფიციალური პარტნიორი!