კრისტის და გიორგი ყიფშიძის შვილი ნატალია ამჟამად 17 წლისაა.
ის საკმაოდ ლამაზი, მოდური გოგონაა და „ინსტაგრამზე“, დედის მსგავსად, ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს.
ახლახან დედა-შვილმა ლაივი ჩართო და გამომწერებს მიეცათ საშუალება, რომ მათთვის კითხვები დაესვათ.
თავიდან კითხვები დასვეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიგო კრისტიმ, ნატალია რომ ეწევა. „მე პირველივე დღეს ეგრევე მივხვდი, რომ მოწია. თავიდან იუარა, მაგრამ არ გამომპარვია“.
შემდეგ დაისვა კითხვა, რას ფიქრობს კრისტი იმაზე, რომ ნატალია ეწევა და უშლის თუ არა.
მოდელმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ნატალიას არ უშლის. უბრალოდ, იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში სხვა აზრზე იქნება მისი შვილი და თავად გააკეთებს სწორ არჩევანს, რათა მოწევას თავი დაანებოს.
გამომწერები კომენტარებში აღნიშნავდნენ, რომ ნატალია ძალიან კარგი შვილია, კრისტი კი შესანიშნავი დედაა და ნატალიას ნამდვილად შეუძლია, მისით იამაყოს. გამომწერებს აინტერესებდათ ისიც, როგორი ხასიათი აქვს ნატალიას, რასაც კრისტიმ ასეთი პასუხი გასცა: "ნატალია ჯიუტია და ამ მხრივ არ მგავს. ზოგი რამ მის ხასიათში არ მომწონს, მაგრამ ძალიან, უზომოდ ჭკვიანი გოგოა და მშვენივრად იცის, როგორ უნდა მოიქცეს".
ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმასაც, ჰყავს თუ არა ნატალიას ბოიფრენდი და გათხოვებაზე ხომ არ ფიქრობს, რაზეც ნატალიასგან საკმაოდ კონკრეტული პასუხი მიიღეს, რომ ის გათხოვებას კიდევ დიდხანს არ აპირებს.