როგორ მოვწყვიტოთ ბავშვი კომპიუტერსა და მობილურს - გამოცდილი ფსიქოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს

როგორ მოვწყვიტოთ ბავშვი კომპიუტერსა და მობილურს - გამოცდილი ფსიქოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს
ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­ზარ­დებ­სა და ბავ­შვებ­ში გვხვდე­ბა, გა­მოც­დი­ლი ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გი და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი ირმა ფე­იქ­რიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:
- ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, ყვე­ლა­ზე ხში­რად რა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით მოგ­მარ­თა­ვენ მშობ­ლე­ბი, ასა­კის მი­ხედ­ვით? მა­გა­ლი­თად, უფრო რა აღელ­ვებთ 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს, 6-დან 12-13 წლამ­დე და შემ­დეგ – თი­ნე­ი­ჯე­რებს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს, 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად მომ­მარ­თა­ვენ ქცე­ვის დარ­ღვე­ვას­თან, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბას­თან ან აუ­ტიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბი. ამ მხრივ საკ­მა­ოდ და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. ასე­ვე
ხში­რია მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლი,

ხელი შე­უ­წყონ ბავ­შვს, მის­ცენ მას თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლაღი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ამ­ზა­დონ ბა­ღის­თვის, სკო­ლის­თვის, და­ეხ­მა­რონ ში­შის დაძ­ლე­ვა­ში, თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში და თვლი­ან, რომ ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბით ამას უკეთ მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კარგ შე­დეგს გვაძ­ლევს. რაც შე­ე­ხე­ბა 6-დან 12-13 წლამ­დე ასაკს, ხში­რია პრობ­ლე­მე­ბი სკო­ლა­ში, კომ­პი­უ­ტერ­ზე და გა­ჯე­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ში­შე­ბი... ხში­რად მომ­მარ­თა­ვენ მო­ზარ­დე­ბის, ანუ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ზოგ­ჯერ პირ­ველ ვი­ზიტ­ზე ძა­ლით მოჰ­ყავთ, მერე კი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო ურ­თი­ერ­თო­ბა გვი­ყა­ლიბ­დე­ბა, ხში­რად მო­ზარ­დებ­თან მუ­შა­ო­ბა უფრო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე მშობ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ მათი შვი­ლე­ბი გა­მო­უს­წო­რებ­ლად ცუ­დად იქ­ცე­ვი­ან და ძა­ლი­ან ბევ­რს აშა­ვე­ბენ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მშობ­ლე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბი­ან...

- რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ხოლ­მე მშობ­ლე­ბის ღელ­ვა და ფო­რი­ა­ქი და პი­რი­ქით ალ­ბათ არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბავ­შვს სჭირ­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა და მშო­ბე­ლი ვერ ხვდე­ბა ამას...

- ძი­რი­თა­დად მშობ­ლე­ბის ეჭვი, ღელ­ვა გა­მარ­თლე­ბუ­ლია და ერ­თად ვა­ხერ­ხებთ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვას, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბავ­შვი უბ­რა­ლოდ ლაღი და ცელ­ქია, მშო­ბელს კი ეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბა, ან მო­ზარ­დი ცდი­ლობს თვით­დამ­კვიდ­რე­ბას, იც­ვლის გა­რეგ­ნო­ბას და ეს მშობ­ლე­ბის ფო­რი­ა­ქის მი­ზე­ზი ხდე­ბა. არის შემ­თხვე­ვევ­ბი, როცა ბავ­შვს, მარ­თლა სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ მშო­ბელს არ უნდა აღი­ა­როს, რომ პრობ­ლე­მის წი­ნე­შე აღ­მოჩ­ნდა და აიგ­ნო­რებს ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა ბოლო დროს ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია და ბავ­შვის ფსი­ქი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, ბევ­რი მშობ­ლის პრი­ო­რი­ტე­ტად იქცა. ასე­ვე ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მშო­ბე­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში კი­თხუ­ლობს უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის, დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ და იმ­დე­ნად შე­ში­ნე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა სომპტომს ხე­დავს თა­ვის შვილ­ში, მო­დის შე­ში­ნე­ბუ­ლი, შეშ­ფო­თე­ბუ­ლი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ბავ­შვი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპ­რობ­ლე­მოა და ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მშობ­ლის ფან­ტა­ზი­ის და ღელ­ვის ნა­ყო­ფია... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30