მსოფლიოს ულამაზესი გოგონა 10 წლის შემდეგ (ფოტოები)

მსოფლიოს ულამაზესი გოგონა 10 წლის შემდეგ (ფოტოები)
6 წლის ფრანგი გოგონას, ტილან ბლონდოს სახელი 2007 წელს გაიგონა მსოფლიომ. ჯერ კიდევ მაშინ აღიარეს ის მსოფლიოს ულამაზეს გოგონად. რამდენიმე წელში მასზე უკვე მსოფლიო მედია წერდა - ფრანგული "ვოგის" გარეკანზე დაბეჭდილ მის ფოტოებს სკანდალი მოჰყვა, მეტისმეტად გამომწვევად მიიჩნიეს ამ ასაკის ბავშვისთვის ამგვარი ფოტოების გადაღება.

მას მერე ტილანი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. 16 წლიდან მოდის კვირეულებზე ჩნდებოდა ცნობილ მოდელებთან ერთად.


ახლა ტილანი 18 წლისაა, სრულწლოვანი. საკმაოდ წარმატებული ფოტომოდელია, "ინსტაგრამზე" მილიონობით მიმდევარი ჰყავს და 2018 წელს მსოფლიოს ულამაზეს
ქალებს შორისაც დაასახელეს.

ამჯერად ტილანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფლეშმობში ჩაერთო - "10 წლის შემდეგ" და "ინსტაგრამზე" თავისი ახლანდელი და ბავშვობის ფოტოები განათავსა.
ის ნამდვილად ისევ ისეთი ლამაზია, როგორც ბავშვობაში. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი