მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება - რა სიახლეები ელით მოსწავლეებს 2020 წელს?

მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება - რა სიახლეები ელით მოსწავლეებს 2020 წელს?
2019 წელს მე-11 კლა­სის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი გა­უქ­მდე­ბა, 2020 წელს კი - მე-12 კლა­სი­საც. ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა სოფო გორ­გო­ძემ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.
ამას­თან, იმ პი­რებს, ვინც წინა წლებ­ში ვერ გა­და­ლა­ხეს ბა­რი­ე­რი თუნ­დაც ერთ სა­გან­ში და ატეს­ტა­ტი ვერ აი­ღეს, უფ­ლე­ბა აქვთ, შე­სა­ბა­მის გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტრირ­დნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, მი­სი­ვე თქმით, 2020 წელს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და უცხო ენის
გა­მოც­დე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის. ამას­თან, მე­სა­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით: მა­თე­მა­ტი­კა- ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის­ტო­რია - ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა, და­ა­მა­ტონ პროგ­რა­მის რე­ლე­ვან­ტუ­რი არ­ჩე­ვი­თი გა­მოც­და ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის ჩათ­ვლით.

ambebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93