ტოპ 5 ყველაზე პოპულარული "იუთუბერი" თინეიჯერებში

ვინ არიან ყველაზე პოპულარული "იუთუბერები" თინეიჯერებში.


5. ElRubiusOMG - 33,50 მილიონი გამომწერი


რუბენ დობლას გუნდერსენი, 28 წლის ესპანელი იუთუბერი, ყველა თინეიჯერისთვის ცნობილია, როგორც ElRubiusOMG.
გუნდერსენი სხვა პოპულარული იუთუბერების მსგავსად გეიმერია, რომელიც აკომენტარებს და განიხილავს თამაშებს.
2014 წელს კი ესპანელმა იუთუბერმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით "Troll".

ელრუბიუსი

4. Whinderssonnunes - 34,21 მილიონი გამომწერი


24 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი Whindersson Nunes კომედიანტობითა და ვიდეობლოგებით დღითიდღე უფრო მეტ გ
ამომწერს იზიდავს. განსხვავებით სხვა "იუთუბერებისგან", ის ტვირთავს პაროდიებს, სიმღერებს, ფილმების მიმოხილვას და თავისი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ვიდეო ბლოგებს. ამ უკანასკნელით კი გატაცებულია 15 წლის ასაკიდან.

ვინდერსნუნეს

3. Germán Garmendia (HolaSoyGerman) - 36,89 მილიონი გამომწერი


ჩილელი იუთუბერი Germán Garmendia - ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ვარსკვლავია. იუმორისტი და მუსიკოსი ტოპ 20-ში ორი არხის მფლობელია.

HolaSoyGerman-ის მიღმა, გარმენდიას გააჩნია კიდევ ერთი არხი იუთუბზე JuegaGerman-ის სახელწოდებით, რომელსაც 32,72 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელიც ორიენტირებულია ვიდეოთამაშებზე.

ჯერმანგარმენდი

2. Canal KondZilla - 46,04 მილიონი გამომწერი


მუსიკალური ვიდეოების 30 წლის ბრაზილიელ რეჟისორს, კონრად დანტასს, ცნობილი როგორც Canal KondZilla ყველაზე სწრაფად მზარდი იუთუბ არხი აქვს.
მისი პირველი აქტივობა საკუთარ გვერდზე 2012 წელს შედგა ბრაზილიელი რეპერის Nego Blue-ს კლიპის დაანონსებით.

კანალკონდძილა

1. PewDiePie – 83,05 მილიონი გამომწერი


ფელიქს არვიდ ულფ კელბერგი
- ვიდეოთამაშების ხმაურიანი შვედი კომენტატორი, რომელიც ვიდეობში თამაშობს სხვადასხვა ვიდეოთამაშს, ხოლო ეკრანის ზედა კუთხეში ჩანს მისი რეაქციები მომხდარზე. მის იუთუბ არხს 83,05 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
კელბერგი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოხვდა, რაც Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა მისი ანტისემიტური ვიდეო მესიჯები, რის შედეგადაც Disney-მ და YouTube-მა გაწყვიტეს მასთან საქმიანი ურთიერთობები (მიუხედავად იმისა რომ არ ჰქონდა ვიდეოებს YouTube-ზე აკრძალვა).

ფიუდეფაი



წყარო: businessinsider.com

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28