ცოცხალი თოჯინები - მოზარდების ახალი საშიში მოდა

ცოცხალი თოჯინები - მოზარდების ახალი საშიში მოდა
გინდა გამოიყურებოდე, როგორც გაცოცხლებული თოჯინა? სულ უფრო მეტი მოზარდი გოგონა პასუხობს ამ შეკითხვას დასტურით და რა ხანია, მოდად იქცა ბარბის როლში შესული გოგონების მიბაძვა.
ისინი უთენია დგებიან - 5-6 საათზე. ბევრი რამ უნდა მოასწრონ: თმა საგულდაგულოდ დაივარცხნონ, რამდენიმე ფენა ტონალური კრემი დაიდონ, უზადო ისრები დაიხატონ თვალის კუთხეებთან, უშველებელი წამწამები მიიწებონ, თუ საჭიროა, ლინზებიც ჩაისვან და გაცოცხლებულ თოჯინად იქცნენ.

დღის განმავლობაში საქმე მრავლად აქვთ. გოგონები რგოლებს იღებენ "იუთუბისთვის" და თანატოლებს უჩვენებენ,
როგორ კეთდება თოჯინური მაკიაჟი და როგორ იქცევა ადამიანი თოჯინად.

შეიძლება უბრალოდ წაიცეკვონ რომანტიკულ მუსიკაზე ან უხმოდ იყურონ კამერაში - ვიდეოს ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი მნახველი ეყოლება. ცოცხალი თოჯინები მოდაშია და ამაში კარგი არაფერია.

თოჯინური მოდა მთელ მსოფლიოს მოედო, თუმცა ყველაფერი აზიაში დაიწყო - ანიმეს სტილის განვითარებასთან ერთად. იაპონური მულტფილმების გმირები, მშვენიერი დახატული თვალებით, ადგილობრივ ახალგაზრდებს ზღაპრულ არსებებად გადაქცევას შთააგონებდნენ.

დროთა განმავლობაში ტენდენცია დასავლეთშიც აიტაცეს. ახლა თამამად შეიძლება ილაპარაკო მსოფლიო შეშლილობაზე. ყველა ქვეყანაში - ამერიკიდან რუსეთამდე - არიან გოგონები, რომლებიც გამოიყურებიან, ლაპარაკობენ, მოძრაობენ, როგორც გაცოცხლებული ბარბები.

ამერიკის მთავარი ბარბი დაკოტა როუზია. ის ინტერნეტსენსაცია გახდა. იმავდროულად, სტილის დედოფლადაც აღიარეს. დაკოტას დამსგავსებაზე ასობით ათასი მოზარდი გოგონა ოცნებობს, რომლებიც დაუსრულებლად უყურებენ მის ვიდეოებს. კიდევ ერთი ცნობილი "თოჯინაა" ვენუს პალერმო, რომელმაც "თოჯინის სინდრომი" იაპონიაში "აიკიდა", სადაც მცირე ხანს ცხოვრობდა.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თინეიჯერების თოჯინებით გატაცება კარგს არაფერს მოიტანს. ისინი რეალური სამყაროდან წარმოსახვითში გადადიან და პიროვნულ ზრდას ანელებენ. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს ხელს უწყობს მოზარდი თაობის "სექსუალიზაციას", შესაბამისად კი, პედოფილიასაც. თუმცა ჯერჯერობით ამ მანიას ვერ ებრძვიან. ინტერნეტი ყველასია და მოზარდი გოგონებიც მეტისმეტად მიმბაძველები არიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 15 /
ucnobi koreeli
აუ რას გავს ეს რა, თავს ძალით იმახინჯებენ
15:35 / 09-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი ინაიშვილი
ფუუუ
14:59 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93