სიურპრიზები, რომლებსაც „პეპელა“ პატარა სტუმრებს ბავშვთა დაცვის დღეს უმზადებს

სიურპრიზები, რომლებსაც „პეპელა“ პატარა სტუმრებს ბავშვთა დაცვის დღეს უმზადებს
სათამაშო ადამიანის ცხოვრებას უფრო მშვენიერს ხდის და ეხმარება ბავშვს სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბებაში. ყველას ემახსოვრება ანიმაციური ფილმის, „სათამაშოების ისტორიის” ენდი, რომელსაც სათამაშოებმა ასწავლეს მეგობრობა და სიყვარული და სიდი, რომელიც სათამაშოებს არც ისე კარგად ეპყრობა, რაც მის დასთან ურთიერთობაზეც აისახა. ალბათ, სწორედ ამიტომ, სათამაშო არასდროს დაკარგავს აქტუალობას, ის ყოველთვის ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება, ბავშვის ფსიქიკაზე ნემსით და ძაფით ამოკერილი. მიუხედავად მათი ასეთი მნიშვნელობისა, ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი არ ვიცით ჩვენს საყვარელ სათამაშოებსა და მის ინდუსტრიაზე. ბარბარა
რობერტსი სათამაშო „ბარბის” სახელი და გვარია და ყოველ წამში „ბარბის” ორი სათამაშო იყიდება.

ყოველ ახალ თაობას თავისი საყვარელი სათამაშო აქვს. ადრე თუ ბარბისა და ნინძა კუს ყიდვა სურვილთან ერთად აუცილებლობაც იყო, ახლა ბავშვები კომიქსების პერონაჟებსა და მინიონებზე არიან შეყვარებულნი. სათამაშო ბავშვისთვის მხოლოდ გასართობი არ არის, ამიტომაც მშობლებმა არასდროს უნდა დაიზარონ ბავშვების წაყვანა სათამაშოების მაღაზიებში. 27 მაისიდან 2 ივნისამდე საქართველოში საბავშვო დღეებია. ეს ხუთი დღე მშობელს აძლევს შესაძლებლობას, „პეპელას” სათამაშოების მაღაზიაში ნახევარ ფასად შეიძინოს პროდუქცია.

მათ შეუძლიათ წაიყვანონ ბავშვები სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელაში” და სათამაშოების განახევრებულ ფასთან ერთად დააგემოვნონ ჩეროს ნატურალური წვენი და ზედაზენის ლიმონათი, ასევე გასინჯონ უგემრიელესი, „პეპელას” ბრენდირებული შოკოლადი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ "თბილისი მოლისა" და ქავთარაძის პირველ ნომერში მდებარე „პეპელას” ფილიალში ბავშვებს შეუძლიათ დატკბნენ ბუშტების ტვისტინგის შოუთი და მოიხატონ სახეები… ეს დღეები ბავშვებს ეკუთვნით და თან რა მარტივია მათი გახარება სათამაშოებით, ლიმონათით და ბუშტებით...

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93