სათამაშოები განსაკუთრებულ ფასად, რომლებიც თქვენს შვილს აუცილებლად უნდა უყიდოთ

სათამაშოები განსაკუთრებულ ფასად, რომლებიც თქვენს შვილს აუცილებლად უნდა უყიდოთ
თანამედროვე სამყაროში პატარებს კი არა, უფროსებსაც ძალიან უჭირთ ტექნიკურ მოწყობილობებსა და ეკრანთან მოშორება. ეკრანის მიჯაჭვულობის ძალა ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საზღვარს სცდება და სამართავად მეტად რთული პროცესი ხდება. პრობლემა კი მხოლოდ ის კი აღარ არის, რომ ბავშვი უმეტეს დროს ეკრანთან ატარებს, არამედ ის, რომ არასწორად ყალიბდება პატარას ქცევა და ხშირია აუტისტური თუ სხვა სახის ქცევის დარღვევები.
ამ პრობლემასთან საბრძოლველად საუკეთესო გამოსავალი ბავშვების თამაშით, გარე აქტივობით, ხელსაქმით დაინტერესებაა. მნიშვნელოვანია, რომ მას შესთავაზოთ სათამაშო, რომელიც მოტორიკის განვითარებაში, სხვადასხვა
უნარის ჩამოყალიბებაში, მრავალფეროვანი ფანტაზიის ქონაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ბავშვის სათამაშოს კვალიფიციური ადამიანების კონსულტაციის საფუძველზე შეარჩევთ. მნიშვნელოვანია, რომ გაეცნოთ ფსიქოლოგებისა და პედიატრების რჩევებს. უფრო დეტალურად თქვენთვის საჭირო სათამაშოების შესახებ კი თავად სათამაშოების მაღაზიებში კონსულტანტებისგან მიიღებთ. მაგალითად, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ მეტად მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ და ამავდროულად, თქვენთვის სასურველის შერჩევაში დაგეხმარებიან. ამ ეტაპზე კი "პეპელაში" კვირის აქციაც დაგხვდებათ, რომლის ფარგლებშიც, 3 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით, ფასდაკლებით შემდეგ სათამაშოებს მიიღებთ.

fluffy - ჰაეროვანი პლასტელინი


ეს არის მსუბუქი და ჰაეროვანი ფერადი პლასტელინი, რომელიც წყალში არ იძირება, ტივტივებს, ჰაერზე არ შრება, მოძრავია, ხტუნავს და შეგიძლიათ მარტივად მისცეთ ნებისმიერი ფორმა.

ცირკის კარავი


კარავი პატარების თამაშის პროცესს უფრო ხალისიანს ხდის. მყუდრო და მხიარული გარემო, რომელიც კარავშია, მათთვის განსაკუთრებულ გაწყობას შექმნის და პატარებს დამოუკიდებლად თამაშის ჩვევასაც ჩამოუყალიბებს.

ხელით მართვადი ვერტმფრენი


ხელით მართვადი ვერტმფრენი ყველა ბიჭის საოცნებო სათამაშოა. ეს არის მოძრავი სათამაშო, რომელიც ბავშვის ჩართულობასაც მოითხოვს. ხელით მართვადი ვერტმფრენი ნამდვილად იმ სათამაშოების რიგს მიეკუთვნება, რომელიც თქვენს პატარას კომპიუტერს მოწყვეტს და აქტიური თამაშით დააინტერესებს.

კონსტრუქტორები


ეს არის ჰოლანდიური ბრენდის, sluban-ის განმავითარებელი სათამაშოები გოგონებისთვის და ბიჭებისთვის. კონსტრუქტორები ბავშვის განვითარებაში განსაკუთრებით პოზიტიურ როლს თამაშობს, რადგან ისინი ფანტაზიისა და კოორდინაციის უნარს უყალიბებს პატარებს და ამავდროულად, ერთ რამეზე კონცენტრაციის უნარის ჩამოყალიბებაში ეხმარება. კონსტრუქტორით თამაში პატარებს უფრო მიზანმიმართულსაც ხდის.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93