ზაფხულის არდადეგები საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვებმა მხატვრული წიგნები იკითხონ. დასვენებული და მშვიდი გონებით ისინი უკეთესად შეიმეცნებენ მრავალფეროვან სამყაროს და ფანტაზიასაც მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემენ.
წიგნის კითხვის დროს ბავშვები აღმოაჩენენ და იმოგზაურებენ ახალ სამყაროში, ახალ შთაბეჭდილებებს შეიძენენ, გაეცნობიან სხვადასხვა კულტურასა და ხალხს. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ბავშვს ფართო მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დაკარგოთ, ზაფხული მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ და ბავშვს რაც შეიძლება მეტი წიგნი შესთავაზოთ წასაკითხად. აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიოთ ბავშვებისთვის შეთავაზებული წიგნებიც, რადგან ზაფხულის დღეებში მათ გული მუდმივად თამაშისკენ მიუწევთ და კითხვით დაინტერესება შეიძლება გაგიჭირდეთ კიდეც.
ეს არის კლასიკოსი მწერლის საბავშვო მოთხრობა, რომელიც გაახარებს და გააოცებს პატარა მკითხველს. კლასიკოსების საბავშვო ნაწარმოებები ქართულ ენაზე ხშირად არ გამოიცემა. ამიტომ ეს სწორედ ის გამონაკლისია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ და თქვენს შვილს წააკითხოთ. „თავგადასავალი საჰაერო ოკეანეში“ მათ საოცარ საყაროში ამოგზაურებს და წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.
სამი განუყრელი მეგობარი, სამი საუცხოო გონება. მათ ერთად ნებისმიერი კრიმინალური შემთხვევის გამოძიება შეუძლიათ. თითქმის დანის პირზე მოსიარულე მეგობრების საოცარი თავგადასავალი.
ეს ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი – საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი.
ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის, გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.
ბიძია ტომი და სხვა უამრავი ადამიანი მონის მძიმე უღელს ატარებენ. თეთრკანიან ბატონთა უმრავლესობა შავკანიან მონას ადამიანად არ თვლის. ბიძია ტომი ცხოვრების გზაზე აღმოაჩენს, რომ ადამიანის მთავარი ფასეულობა სულია, რომელსაც ვერავინ იყიდის; ღირსება, რომელსაც ვერავინ წაართმევს; და შინაგანი თავისუფლება, რომელსაც, თუ მოინდომებს, მონობაშიც შეინარჩუნებს.
ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც „დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“
ეს არის ნაწარმოები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით იყიდება, ხოლო მისი ეკრანიზაციის სანახავად რიგები დგას კინოთეატრებთან. ქართველ მკითხველს საშუალება აქვს, დრაკონებთან ერთად იმოგზაუროს ზღაპრულ სამყაროში.
ანა ფრანკის დღიური, ანუ დღიური სახელწოდებით „თავშესაფარი“, არის ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის ჩანაწერები, რომლებსაც იგი აკეთებდა ნიდერლანდების ნაცისტური ოკუპაციის დროს, 1942-1944 წწ. დღიურის ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1944 წლის 1-ლი აგვისტოთი. სამ დღეში გესტაპომ დააპატიმრა ყველა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. თვით ანა კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.
შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან... წაიკითხეთ ამ ექვსი არაჩვეულებრივი ბავშვის ყოველდღიური ამბები და იხალისეთ მათთან ერთად.
წიგნში თავმოყრილ ნაწარმოებებს ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ განასხვავებს: დაწერის დრო, თემატიკა, პერსონაჟები, ამბის მოყოლის თავისებურება, ლიტერატურული ენა.
ამ წიგნში ბევრი სიყვარულია, რომელსაც სულ სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის ქართველი მწერლები გიხსნიან შენ – მარადიულ ბავშვს და ყველაზე საყვარელ მკითხველს.
”ტომ სოიერის თავგადასავალი” ავტორის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნია. წიგნში მოთხრობილია თორმეტი წლის ობოლი ბიჭუნა ტომის ამბავი, რომელიც დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ტომის და მისი მეგობრების თავგადასავალი რამდენიმე თვე გრძელდება, რომლის დროსაც ტომი პოულობს მეგობარ გოგონას, გარბის სახლიდან და ცხოვრობს კუნძულზე, დაიკარგება გამოქვაბულში, საიდანაც მშვიდობიანად გამოაღწევს და თან განძსაც აღმოაჩენს.