10 წიგნი, რომლებიც ზღვაზე უნდა წაიკითხოთ

10 წიგნი, რომლებიც ზღვაზე უნდა წაიკითხოთ
ზღვა, მზე, სანაპირო, რუჯი და ბევრი დრო, რომელიც ხშირად არ იციან ადამიანებმა, როგორ გაიყვანონ. ამ დროს წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. წიგნებში ამოკითხული საინტერესო, მოულოდნელი და შთამბეჭდავი ამბები მათ საზაფხულო თავგადასავალს უფრო დაუვიწყარს ხდის. ადამიანი ივსება დადებითი ემოციებით, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მიჰყვება.
თუმცა წიგნის კითხვით განსაკუთრებული სიამოვნება რომ მიიღოთ, დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ის. ჩვენ გირჩევთ 10 წიგნს, რომლებიც ზღვაზე უნდა გაიყოლოთ და წაიკითხოთ.

ჯეკ კერუაკი - „გზაზე“

რომანის მთავარი გმირი სალ ფარადაიზი შეერთებულ შტატებსა და
მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი. საინტერესოა ისიც, რომ სალ ფარადაიზის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია.

სკოტ ფიცჯერალდი - „ნაზია ღამე“


„ნაზია ღამე“ მოიცავს ხუთწლიან პერიოდს და მოგვითხრობს ამერიკელთა ერთ ჯგუფზე, იმხანად ევროპაში რომ ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა ამერიკელი ექიმი დიკ დაივერი ოცნებობს მეცნიერებებში წარმატებაზე. ჩიკაგოელი მილიონერის ქალიშვილ ნიკოლზე ქორწინება კი მის სამეცნიერო კარიერას წერტილს დაუსვამს. დიკის გვერდით ათ წელიწადს ყოფნით ნიკოლი იკურნება.

იენ მაკიუენი - „მონანიება“

21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის - სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონს დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.

გიორგი ლეონიძე - „ნატვრის ხე“

გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტმა მოთხრობების კრებული „ნატვრის ხე“ სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა. წიგნის პერსონაჟები მწერლის მახსოვრობაში ჩარჩენილი რეალური ადამიანების პოეტურად ხორცშესხმული სახეებია. ლეონიძის მოთხრობებისთვის დამახასიათებელი ტრაგიზმი, ლირიზმი და გულწრფელობა დიდხანს მიჰყვება „ნატვრის ხესთან“ ზიარებულ მკითხველსაც და მაყურებელსაც. ამავე სახელწოდებისა და მხატვრული ღირებულების მქონე ფილმი რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ 1976 წელს გადაიღო.

ხალიდ ჰოსეინი - „ფრანით მორბენალი“


წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. "1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ავღანეთის სიკვდილს მოიტანენ" – ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორით იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე - საბჭოთა კავშირი.

ვირჯინია ვულფი - „მისის დოლოვეი“

“როცა ვბერდებით, შეგვიძლია თავი ერთი რამით დავიმშვიდოთ: მიუხედავად იმისა, რომ მწველი ვნებები არ ნელდება, მხოლოდ სიბერეში შეგვიძლია, განვლილი ცხოვრება შევიცნოთ, გამოცდილება ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მზის სინათლეზე გამოვიტანოთ. ცხოვრება სწორედ მაშინ ხდება საინტერესო და უსაზღვროდ მშვენიერი…” - ვირჯინია ვულფი, "მისის დოლოვეი".

ფრანსუაზ საგანი - „გიყვართ ბრამსი?!“


"გიყვართ ბრამსი" შესანიშნავი ფრანგი მწერლის, ფრასუაზ საგანის რომანია. რომანი სიყვარულზე, თავდავიწყებასა და იმედგაცრუებაზე, სიყვარულზე, რომელიც თავისთავადაა ცხოვრება, თუნდაც ბედნიერი ფინალი არ ჰქონდეს.

მარკ ტვენი - „ტომ სოიერის თავგადასავალი“

მარკ ტვენის ყველაზე ცნობილ საბავშვო წიგნში მოთხრობილია თორმეტი წლის ობოლი ბიჭუნა ტომის ამბავი, რომელიც დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ტომის და მისი მეგობრების თავგადასავალი რამოდენიმე თვე გრძელდება, რომლის დროსაც ტომი პოულობს მეგობარ გოგონას, გარბის სახლიდან და ცხოვრობს კუნძულზე; დაიკარგება გამოქვაბულში, საიდანაც მშვიდობიანად გამოაღწევს და თან განძსაც აღმოაჩენს.

სტენდალი - „წითელი და შავი“


დაბალი სოციალური წრიდან გამოსული ახალგაზრდა და ელეგანტური ჟულიენ სორელი მღვდლობისთვის ემზადება. მან ზეპირად იცის ლათინური ბიბლია და განსწავლულობით მდიდარი ბურჟუების ყურადღებას იმსახურებს. ერთ-ერთ ოჯახში ის ბავშვების აღმზრდელად იწყებს მუშაობას, თავისი მოსწავლეების დედა შეუყვარდება და სწორედ ამ ფაქტს მოჰყვება ვნებათაღელვებით სავსე თავგადასავლები. ჟულიენის პიროვნებაში იწყება ადრინდელი ღირებულებების გადაფასება, რაც გამოამჟღავნებს მის სულში სულ სხვაგვარ მისწრაფებებსა და შინაგან მოწოდებებს.

დიმიტრი გლუხოვსკი - „მეტრო 2034“

ამბავი "მეტრო 2033"-ით დაიწყო. ადამიანებმა ომის შემდეგაც ვერაფერი ისწავლეს და მიწის ქვეშ კვლავაც დაუნდობლად განაგრძობენ ერთმანეთის განადგურებას. ციკლის მეორე ნაწილში მთავარი გმირი ჰანტერია, პირველივე წიგნიდან გამორჩეული თითქმის ზებუნებრივი უნარების მქონე გმირი, რომელიც კვლავ იბრძვის, თუმცა საკითხავია, ამჯერად რის მხარეზეა - სიკეთისა თუ ბოროტებს...

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93