სათამაშოების მაღაზიის ყველაზე დიდი ქსელი "პეპელა" - უკვე ქუთაისში!

 სათამაშოების მაღაზიის ყველაზე დიდი ქსელი "პეპელა" - უკვე ქუთაისში!

7 აგვისტოს, ქალაქ ქუთაისში, ფალიაშვილის 31 ნომერში, 13:00 საათზე სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელას“ რიგით მე-11 ფილიალი გაიხსნება.
ამ დღესთან დაკავშირებით კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გრანდიოზულ - 50%-მდე ფასდაკლებას სრულ ასორტიმენტზე მხოლოდ 3 დღით.
თუმცა ეს ყველაფერი არაა, წინ გელოდებათ დაუვიწყარი 2-საათიანი გასართობი პროგრამა ჟირაფ ჟოზესთან ერთად, ბრენდირებული ბუშტები და სახალისო ვიქტორინები.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.
"პეპელა" სათამაშოების ბიზნესსექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათამაშოების მაღაზიაა.
კომპანია
მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპული, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
დღეს “პეპელას“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი უკვე 12 საფირმო მაღაზიას აერთიანებს, რომელთაგან 9 თბილისში, ორი ბათუმში და ერთი უკვე ქუთაისში მდებარეობს.

ფილიალების გაფართოებასთან ერთად იზრდება დასაქმებულთა რიცხვიც. საცალო გაყიდვების გარდა,“პეპელა“ სათამაშოების მთავარი დისტრიბუტორია საქართველოს ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში.

"პეპელა" სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია ქართულ ბაზარზე, მათ შორის: Clementoni, Barbie, Hot wheels, Dream makers, Polesie, papo და ა.შ.

სათამაშოების მეშვეობით ბავშვები თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ, შეიგრძნობენ და ეცნობიან გარესამყაროს, სწავლობენ ურთიერთობას და ამავე დროს, საკუთარ თავს შეიცნობენ.

თამაში ახალისებს და ართობს ბავშვს. თამაშის პროცესში ბავშვი სოციალურად და ბიოლოგიურად ყალიბდება, ეუფლება ურთიერთობისთვის აუცილებელ მეტყველებას, უვითარდება წარმოსახვა. კომპანიას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თამაშს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები და შესთავაზოს საუკეთესო ხარისხის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სათამაშოები.

#მოდიპეპელაში

R
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93