სკოლის ფორმა მუდამ განხილვის საგანია. ზოგის მოსწონს, რომ ფორმა აცვია, ზოგი კი სკოლაში სიარულისთვის თავისუფალი სამოსის ჩაცმას ამჯობინებს. სასწავლო წლის დაწყების წინ მოდი, გავიხსენოთ, სად ჩაიცვეს პირველად სკოლის ფორმა მოსწავლეებმა და როგორ იცვლებოდა იგი.
სკოლის ფორმის ჩაცმა პირველად ინგლისელმა მოსწავლეებმა დაიწყეს. ეს 1552 წელს მოხდა. ლონდონის Christ’s Hospital-ის ობოლ და გაჭირვებულ მოსწავლეებს სასკოლო სამოსი შეუკერეს. მას სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ლურჯი ფერი ბავშვის "დასასერიოზულებლად" გამოიყენეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში, ლურჯი ფერი შალის ქსოვილი ყველაზე იაფფასიანი იყო. დღეს Christ’s Hospital-ის სკოლა ლონდონში ელიტურად ითვლება, მაგრამ ფორმა ისევ ლურჯი ფერის და ისევ უცვლელი თარგისაა: გოგონებისთვის პლისე კაბა, ბიჭებისთვის გალიფე შარვალი, ლურჯი გრძელი პიჯაკი, ყვითელი წინდები და ტყავის ქამარი.
სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სკოლას თავისი ფორმა აქვს. მას ხშირად სკოლის ლოგოტიპი ან გერბი ამშვენებს. ინგლისელებს ლურჯი ფერის სასკოლო ფორმის სიყვარული აქვთ, მას უხამებენ მკვეთრი ფერის გოლფებს, ჰასტუხებს, ქუდსა და ბერეტებს. სკოლის მაღაზიაში ფორმასთან შეხამებული ფეხსაცმელი და აქსესუარებიც (მაგალითად, თმის სამაგრები) კი იყიდება.
ინდოეთში, სინგაპურში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში სკოლის ფორმა აუცილებელია, მაგრამ თითოეულ სკოლას თავისი სტილი აქვს. ზაფხულში მოსწავლეებს შორტის ჩაცმის უფლება აქვთ, ინდოეთის ზოგიერთ სკოლაში კი გოგონები მხოლოდ ეროვნული სამოსით - სარით უნდა გამოცხადდნენ.
საფრანგეთში სასკოლო ფორმამ 1927 წლიდან 1968 წლამდე იარსება, პოლონეთში 1988 წლამდე. ამერიკაში სახელმწიფო სკოლებში ფორმის ჩაცმა აუცილებელი არაა, მაგრამ მკაცრად კონტროლდება დრეს-კოდი. ვერ ჩაიცვამთ გამჭვირვალე სამოსს, უცენზუროწარწერიან მაისურს, გოგობის ქვედაკაბის სიგრძე მუხლს ზემოთ არ უნდა იყოს. კერძო სკოლებში ფორმა აუცილებელია. როგორც წესი, მათ ცნობილი დიზაინერები ქმნიან.
მუსულმანურ ქვეყნებში გოგონებს თავსაფრის გარეშე სკოლაში არ შეუშვებენ. 12 წელი რომ შეუსრულდება ქალიშვილმა ჰაჯიბი უნდა ჩაიცვას. მიუხედავად იმისა, რომ გოგოენები და ბიჭები სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ. ზოგიერთ მუსულმანურ სკოლაში გოგონებს შარვლის ჩაცმას არ უშლიან. არც ფერის არჩევაში არიან შეზღუდულები, მაგრამ ქსოვილი ერთტონიანი უნდა იყოს და არა ჭრელი.
იაპონიასა და კორეაში სკოლის ფორმა ყველაზე პოპულარული სამოსია. აქ სასკოლო ფორმა მოსწავლეებმა პირველად XIX საუკუნეში ჩაიცვეს. იაპონიაში სკოლის ფორმის ორი სახეობა არსებობს: კლასიკური: თეთრი პერანგი, მუქი პიჯაკი და აგრეთვე მუქი ფერის შარვალი/ქვედაკაბა და საზღვაო. სხვათა შორის, ეს სტილი უფრო მეტ მოსწავლეს მოსწონს. სხვათა შორის, გოგონებს მოკლე ქვედაკაბების ჩაცმაც შეუძლიათ. 90-იანი წლების ბოლოს ასეთი ფორმა იაპონელმა პოპ-შემსრულებელმა ნამი ამურომ დაამკვიდრა.
ზოგიერთ სკოლაში ბიჭებს გაკურა - საყელოიანი პიჯაკი - აცვიათ. XX საუკუნის 70-იან წლებში ასეთი პიჯაკი ძირითად იაპონელ განგსტერებსაც ეცავთ, თუმცა, ტრადიციას იაპონელები იშვიათად ღალატობენ.
ვინც საბჭოთა პერიოდში დაამთავრა სკოლა კარგად ემახსოვრება სასკოლო ფორმა. ის ნიკოლოზ პირველმა 1834 წელს დაამკვიდრა. საბედნიეროდ, თანამედროვე მოსწავლეებს სახელმწიფო სკოლებში თავისუფალი სტილის სამოსის ჩაცმა შეუძლიათ. კერძო სკოლების, დიზაინერების მიერ შეკერილი, ფორმა იმაზე გაცილებით ელეგანტურია ვიდრე მათ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს ეცვათ.
წყარო: cosmo