რა უნდა ჩააგონოთ გოგონას, რომ გათხოვების შემდეგ ვერავინ დაჩაგროს - ფსიქოლოგი დედის ჩანაწერები

რა უნდა ჩააგონოთ გოგონას, რომ გათხოვების შემდეგ ვერავინ დაჩაგროს - ფსიქოლოგი დედის ჩანაწერები
მეგობრები მეკითხებიან: "რა გავაკეთო, რომ ჩემი გოგო არ გადაეყაროს მოძალადეს ან სადისტს? ღმერთმა დაიფაროს და არ გაჰყვეს ცოლად? საბრძოლო სკოლაში მივიყვანო?.."

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ აგრესიის გამოხატვა, რაღაც ფორმით, შეუძლია ნებისმიერს, ვისაც ცოტაოდენი ძალაუფლება აქვს: მაგალითად, ექიმს - თუ ჩვენ პაციენტი ვართ; მასწავლებელს - თუ მოსწავლე ვართ; მშობელს - თუ ბავშვი ვართ, პოლიციელს კი ნებისმიერის მიმართ შეუძლია აგრესიის გამოხატვა და ა.შ.

როგორც არ უნდა გვინდოდეს, რომ გვქონდეს ჯადოსნური ვაქცინა, რითიც დავიცავდით

ჩვენს შვილებს, ყველამ ვიცით, რომ ის არ არსებობს.
ოდესღაც ჩვენი შვილები გადაწყვეტენ ვიღაცასთან ურთიერთობის დაწყებას, გათხოვებას, შვილების გაჩენას ან არგაჩენას, ვინ იცის... მაგრამ მთავარი - ამ ურთიერთობებში მისი უსაფრთხოება უკვე არ იქნება დამოკიდებული ჩემზე. და სანამ ის ჯერ კიდევ ჩემთან ერთად ცხოვრობს, გონებაში ვუქსოვ ჯადოსნურ სიტყვებს, რომლებიც დაიცავს მაშინ, როდესაც არ ვიქნები მის გვერდით.
როდესაც ცოტათი წამოიზრდება - ვეტყვი...

თუ დაგარტყეს, დაუყოვნებლივ წადი

ისე მოიქეცი, თითქოს მიწისძვრა მოხდა - მოკიდე ხელი ბავშვებს, დოკუმენტებს (დანარჩენს მერე მიხედავ). არ მიიღო ბოდიში, არ გაუჩერდე მოსალაპარაკებლად. ნებისმიერი "მაპატიე" ხვალ შემოგიბრუნდება "ტვინი შემიჭამე"-თი. ამ ჭაობში ადვილად ჩავარდები, ამოსვლა კი ძალიან რთულია. არ დაეჭვდე შენს გადაწყვეტილებაში - გაიქეცი!

უდანაშაულო ხარ

დაიმახსოვრე, რომ ნებისმიერი "შენი ბრალია" და "შენ მიმიყვანე ამ ზომამდე" - ტყუილია. სინამდვილეში ეს ნიშნავს: "ვიცი, რომ დაგარტყა, გაწყენინო, დაგამცირო, ამისათვის არ დავისჯები. ამიტომ ვერ ვხედავ თვითკონტროლის აზრს". 

ყოველთვის თანაგიგრძნობ

ყოველთვის შეგიძლია ჩემთან მოსვლა, ნებისმიერ მდგომარეობაში. ცრემლებით და ფეხშიშველა. მე არ დაგადანაშაულებ შენ მაშინაც, თუ მომინდება გითხრა, "ხომ გაფრთხილებდი"... ჩავიკეტები საპირფარეშოში და სარკეს ვეტყვი ამ სიტყვებს, ჩურჩულით. იმიტომ, რომ ეს სიტყვები ჭრილობაში ნემსებივით ჩაგესობა.

ნუ დამალავ პრობლემას და ნუ შეგრცხვება დახმარების თხოვნის

თუ აღარ ვიქნები ცოცხალი, მეგობრებს უამბე შენი გასაჭირი და სთხოვე დახმარება. თუ არ გყავს ასეთი ადამიანები, იყვირე, მოუყევი ნებისმიერს, ვინც მოგისმენს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93