"ეშმაკუნები" და "ანგელოზები" - ყველაზე "მართალი" ზოდიაქო ბავშვებზე

"ეშმაკუნები" და "ანგელოზები" - ყველაზე "მართალი" ზოდიაქო ბავშვებზე

"ყველა ბავშვი ანგელოზია" - ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ, მაგრამ ხანდახან ამ სიმართლეში ეჭვი გეპარებათ... საბავშვო ასტროლოგიური დახასიათება მოგიმზადეთ. შეგიძლიათ გაიგოთ, როგორი იყავი თავად ბავშვობაში, როგორი იყო თქვენი მეუღლე და რაც მთვარია, როგორი შვილები გააჩინეთ.

ვერძი

პატარა უმართავი მონსტრი: ლაპარაკს და სიარულს თანატოლებზე ადრე იწყებს. აყალიბებს თავისნაირების ბანდას და სასეირნოდ ეზოში ჩასული ყველას ებრძვის. ენერგია უშრეტი აქვს. ტირილით არ იტირებს. პირიქით, ყველაფერს ლეწავს და ღრიალებს.

კურო

გარეგნობით ანგელოზია, მაგრამ ჯიუტზე ჯიუტი. აღმზრდელობითი საუბარი კიდევ უფრო ურჩს
გახდის. ვერც მოქრთამავთ საჩუქრებით. სამაგიეროდ, დამოუკიდებელია და საკუთარ თავსაც თავად უყენებს დისციპლინას. ამასთანავე, თუ რამე დაიჟინი, ვერ გადაათქმევინებთ, ვერც საიდუმლოს გამოსძალავთ.

ტყუპი

ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არ გაგექცეთ, არაფერს მისწვდეს, არაფერი გააფუჭოს. მსოფლიოში საუკეთესო მწვალებელია ძიძის, მომვლელის, მასწავლებლის ნერვების. თუმცა, 15 წლამდე უნდა მოითმინოთ, მერე მშობლიურ ბუდეს დატოვებენ და წელიწადში ერთხელ ან შემოგიფრენთ ან არა.

კირჩხიბი

იდეალური ბავშვია. კარგად სწავლობს, ბუნტს არ გიწყობთ, საოჯახო საქმეების მოგვარებაში გეხმარებათ. მაგრამ კაცმა არ იცი რას აკეთებს, როცა თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ არაა. ამიტომ უცნობ ზარებს ნუ უპასუხებთ, იქნებ სკოლა გადაწვა?..

ლომი

ბავშვი-ვარსკვლავი! ყველა წვეულების წამყვანი და სცენის მშვენება. მშობლისგანაც კი არ მიიღებს საყვედურს. წარბს ასწევს მეფურად და ყველა მის ნება უნდა დაემორჩილოს. რა გაეწყობა, მეფეა!

ქალწული

უპრობლემო ბავშვია. ჭკვიანი, აკურატული, დამჯერი... გარკვეულ ასაკამდე. მერე შეიძლება ერთიანად გაგიჟდეს, ტატუებით მოიხატოს სხეული, იროკეზი გაიკეთოს თავზე და ბომჟთან გააბას რომანი.

სასწორი

საზიზღარი ესთეტია. საჭმელს არ შეჭამს, თუ ლამაზად არ მიართმევთ. მუსიკას არ მოუსმენს, თუ მისი სტილი არაა. სასურველია, ეგ ბავშვი დამნაშავეებს გადასცენ სასჯელის სახით, მათ გაამწარებს თავისი გულუბრყვილო გამომეტყველებით და დაუსრულებელი პრეტენზიებით. მანამ, სანამ ხელში არა აიყვანთ და მოეფერებით და ასე... პენსიამდე, მის პენსიაზე გასვლამდე.

მორიელი

ერთხელაც ჯილდოს მიიღებთ იმის გამო, რომ მორიელი აღზარდეთ. ნუ გაიპუტავთ თმას ყვირილით: "რა დავაშავე ასეთი?" თქვენი შვილი ყველაზე ნიჭიერი ბავშვია მთელ მსოფლიოში და ყველაზე დიდ საშინელებასაც კი ნიჭიერად აკეთებს.

მშვილდოსანი

ნამდვილი საჩუქარია იმ მშობლებისთვის, ვინც თავადაც ვერ გაიზარდა. რა ჯობია კარადიდან მშობლების საწოლზე გადმოხტომას. სახლში სხვადასხვა ცხოველის მოთრევას, მათთან ერთად დაძინებას, ბანაობას და ჭამას?..

თხის რქა

გიჟდება კარგად სწავლაზე. აუცილებლად გააცანით (ან მოუყევით ისეთ ადამიანზე) უფროსი ასაკის ადამიანი, რომელიც მისთვის სამაგალითო გახდება. ან მას გადაიყვანს ჭკუიდან, ან მასზე უფრო წარმატებული გამოვა. რა სფეროც არ უნდა იყოს, ის მწვერვალს დაიპყრობს.

მერწყული

წარმოუდგენელია, რისი გაკეთება შეუძლია მას. მოსაფერებელიცაა, დედის დახმარეც, კარგი მოსწავლეც - ეს დღეს, ხვალ კი - ნერვების მომშლელი, ხულიგანი და ჯიუტი. რაც არ უნდა გაუფუჭოთ, მას მშობლები საუკეთესო ადამიანები ჰგონია და ასე იქნება მუდამ. ამიტომ, ეცადეთ, რომ ისეთი გიყვარდეთ, როგორიცაა.

თევზები

ძალიან მოსახერხებელი ბავშვია: მშვიდი, მთელი დღე თავისთვის თამაშობს, წიგნებს კითხულობს, ხატავს, მუსიკას უსმენს. ერთი სიტყვით, თავის გამოგონილ სამყაროშია. ცუდი ისაა, რომ ასე გააგრძელებს ბოლომდე. სწავლა ან საქმის კეთება არ ეყვარება. ვერც გაუბრაზდებით, საკუთარ თავში (სამყაროში) ჩაიკეტება. მისი რეალობაში დაბრუნება კი თითქმის შეუძლებელია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93