მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე ბოლო დროს სოციალურ ქსელში გააქტიურდა.
გამომწერები ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ შორენას შვილი გარეგნულად თანდათან ძალიან დაემსგავსა. ამ მოსაზრებას ზოგი ეთანხმება, ზოგი კი, პირიქით, ამბობს, რომ ევა აბსოლუტურად სხვანაირი ტიპაჟია.
გოგონა სადა აქსესუარებზეა შეყვარებული და ძალიან მოსწონს პირსინგები. ახლა მას ახალი პირსინგი აქვს, რადგან წარბი გაიხვრიტა.
ევას გარდერობი, როგორც ჩანს, კლასიკურზე მეტად თავისუფალი სტილის სამოსითაა დატვირთული, რაც გასაკვირი არაა. თუმცა ზოგჯერ კლასიკურ, ნაკლებად პომპეზურ ზედებსაც იცვამს.
მისი ფავორიტი სტილის ნაწილია როლინგები და მოსაცმელები - ტყავის ფაქტურით.
შორენას "ინსტაგრამზე", ცხადია, ბევრად მეტი გამომწერი ჰყავს. ამიტომ ევას ფოტოებს მის პირად გვერდზე უფრო ბევრი გამოხმაურება აქვს ხოლმე.
გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ევა თანდათან ძალიან დაიხვეწა და სხვადასხვა უცხოელ მოდელსაც ადარებენ.