რა არის TIK-TOK და რას ვკარგავთ, თუ ჯერ კიდევ არ ვიყენებთ მას?


სწრაფადგანვითარებად სამყაროში ყველაფერი ციფრულ რეჟიმში გადადის, მათ შორის ინფორმაციის გავრცელება, გართობა და საკუთარი თავის წარმოჩენა. თითქმის სრულყოფილი ტექნოლოგიები და ონლაინ პლატფორმები განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებშია. ონლაინ სივრცე მათ ონლაინ სტატუსსა და იმიჯს ქმნის.
თინეიჯერებისა და არამხოლოდ მათთვის განსაკუთრებით მოსახერხებელი სოციალური პლატფორმა TIKTOK-ი გახდა, რომელსაც 60-წამამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოებისთვის აქვს როგორც მელოდიების შერჩევის, ისე ეფექტების დადებისა და სხვა დამატებითი ფუნქციები.

TIKTOK-ი 2016 წელს ჩინეთში კომპანია ByteDance-მ შექმნა. მისი მთავრი განმასხვავებელი უპირატესობა არის აპლიკაციაშივე ვიდეოების დამუშავების შესაძლებლობა. აპლიკაციამ ახალგაზრდების
ყურადღება თავიდანვე მიიქცია და პირველივე ვერსიას მილიარზე მეტი გადმოწერა ჰქონდა. ამჟამად კი მას 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ თინეიჯერთა გულის მოსაგებად, TIKTOK-ზე არაერთი ცნობილი კომპანია დარეგისტრიდა. მაგალითად, WASHINGTON POST.
Image result for tik tok gif

საქართველოში TIKTOK-ი ბოლო პერიოდში გახდა პოპულარული და 25 წლამდე ახალგაზრდების გასართობად იქცა. ზოგიც ხუმრობით, ზოგი კი სრული პასუხიმგებლობით ეკიდება ონლაინ ცხოვრების ამ „მიმართულებას“.
TIKTOK-ერთა შორისაა BEUTYLAB-ის დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილიც, რომელიც თავის „ტიკტოკურ“ თავგადასავლებს პერიოდულად „ფეისბუქის“ მეგობრებსაც უზიარებს.

ქართველი TIKTOK-ერები აქ ათასნაირ ვიდეოებს ავრცელებენ. ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ზოგიც უბრალოდ საუბრობს. მათ ერთგვარ შეჯამებას ტიკტოკერი CRAZY MATEE გვთავაზობს (იხილეთ ვიდეო სტატიის დასაწყისში).

როგორც ჩანს, ეს სივრცე ახალგაზრდების თვითგამოხატვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა, სადაც არ არსებობს ტაბუები თუ ჩარჩოები.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93