რით გავართოთ არდადეგებზე შინ გამოკეტილი მოცლილი ბავშვები - 11 იოლი იდეა

რით გავართოთ არდადეგებზე შინ გამოკეტილი მოცლილი ბავშვები - 11 იოლი იდეა
ყველა ბავშვის ბედნიერი დრო - არდადეგები დადგა. მშობლებისთვის ეს მძიმე განსაცდელია - ყველაფრისგან მოცლილი და ენერგიით სავსე პატარები მთელი დღის განმავლობაში სახლში ”დაძრწიან” და ”რაიმე საინტერესოს” ეძებენ. საბავშვო ცენტრებში გრიალი და ძვირად ღირებული სათამაშოები ამ განსაცდელს მყისვე მოაგვარებს, მაგრამ ოჯახების უმრავლესობისთვის ეს დიდი ფუფუნებაა.

ამიტომ, დროა, დავფიქრდეთ, როგორ გავართოთ ბავშვი. დედამ, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, დღეში 15-დან 30 წუთამდე უნდა დაუთმოს შვილს. ჩვენ მიერ შედგენილი გასართობის სია ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გამოსადეგი. მაშ ასე, რითი უნდა გაართოთ
შვილი არდადეგების პერიოდში:

1. სამაგიდო თამაშები


სამაგიდო თამაშების მთავარი სარგებელი ურთიერთობის დამყარებაა. თამაშისას ბავშვი, პირველ რიგში, წესების დაცვას სწავლობს. უვითარდება მოთმინება (როცა თავის რიგს ელის), ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას. ასწავლის სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ მარცხზე. ასეთი თამაშების არჩევანი წიგნის მაღაზიებში დიდია, თუმცა ყველაზე იაფად მათ საბავშვო ჟურნალებში შეხვდებით. მაგალითად, ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" ყოველ ნომერში სამაგიდო თამაში დაგხვდებათ.


2. ფაზლი

მარტივი ნახატის აწყობა ბავშვს თავადაც უნდა შეეძლოს, მაგრამ თავდაპირველად დაეხმარეთ. გირჩევთ, არ შეიძინოთ 300 ფრაგმენტზე მეტი ფაზლიანი ნახატი, რომელზეც ცხოველებია გამოსახული. ფაფარმა და ფუმფულა კუდმა ბავშვი შეიძლება საბოლოოდ დააბნიოს. ფაზლი აუმჯობესებს მცირე მოტორიკას.  გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93