წლების წინ, ვოლტ დისნეიმ მსოფლიოში ყველა ბავშვის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მათ დაუვიწყარი, ბრჭყვიალა და ბედნიერი სამყარო აჩუქა. უკვე წლებია ვოლტ დისნეის ანიმაციები, თამაშები და მთლიანად დისნეის სამყარო ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის საყვარელი გასართობია.
ალბათ ყველას ნანახი აქვს მულტფილმი მეფე ლომი, ალადინი, მოანა და სხვა დანარჩენი. მულტფილმებში გაჟღერებული რამდენიმე სიმღერა კი დროთა განმავლობაში მსოფლიო ჰიტებადაც იქცა.
ნახეთ, დისნეის ანიმაციებს შორის 5 ყველაზე ცნობილი სიმღერა.
1. "How Far I'll Go"
მულტფილმი ,,მოანა“ რამდენიმე წლის წინ გამოვა და მისმა სიმღერამ პოპულარობა ელვის სისწრაფით მოიპოვა. ანიმაცია ერთ-ერთ ტომში მცხოვრებ გოგონაზეა, რომელიც ბედნიერებისა და თავგადასავლების საძიებლად მიდის და კუნძულს ტოვებს. „მოანა“ დისნეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციაა.
2. "Let It Go"
დისნეის მორიგი წარმატებული ანიმაცია ,,გაყინული“ აღმოჩნდა, მისი სიმღერა ოსკარზე საუკეთესო ორიგინალ სიმღერად დასახელდა, დღეს ეს მულტფილმი და სიმღერა მსოფლიოს ყველა ბავშვმა იცის.
3. "Part of Your World"
ყველასთვის საყვარელი ანიმაცია ,,პატარა ქალთევზა“, ასევე ცნობილი როგორც, ,,არიელი“ ადამიანების მზგავს ცხოვრებაზე ოცნებობს და მასაც უნდა მცირე დროით წყლის ზევით სამყაროს შეუერთდეს. დისნეის ეს ანიმაცია მესამე ადგილს ნამდვილად იმსახურებს.
4. "A Whole New World"
ვის არ უყვარს ალადინისა და ჟასმინის დაუვიწყარ სიყვარულზე დაწერილი ეს სიმღერა, ასეთი ჰარმონიული, მელოდიური და დაუვიწყარი სიმღერა დისნეის ისტორიაში ბევრი არ შექმნილა.
5. "Circle of Life"
ლეგენდალური ანიმაცია ,,მეფე ლომი“ დისნეის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური, გამორჩეული და რეიტინგული მულტფილმია. ,,მეფე ლომის“ სიმღერა დღეს ყველა ბავშვმა იცის.