მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია.
ევა გასულ წელს კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.
ის ხშირად მონაწილეობს ფოტოსესიებსა და სარეკლამო გადაღებებში.
მის ფოტოებს დადებითად ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ სადა და ბუნებრივია, რაც ძალიან მოსწონთ.
ევა თეთრი ფერის სამოსზეა შეყვარებული. როგორც ჩანს, ამ ფერის სამოსში თავს უფრო ლაღად და კომფორტულად გრძნობს.
უყვარს ყვავილები და ცდილობს, ამით კადრები უფრო საინტერესო გახადოს.
გოგონა კარანტინის პერიოდში საინტერესო ლაივებსაც გვთავაზობდა, რასაც საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა.
მძიმე მაკიაჟს იშვიათად ატარებს, უფრო სადა და ბუნებრივ ფერებზეა ორიენტირებული.
იხილეთ ევას ფოტოები, რომლებიც ამ პერიოდში გამოაქვეყნა: