რას არ ეუბნებიან მშობლები გაბრაზებულ გულზე შვილებს, კამათის დროს განსაკუთრებით! თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ამ დროს ბავშვზე ყველაზე ცუდად მოქმედებენ და არ უნდა დაუშვან ამ 8 ფრაზის თქმა შვილის მისამართით.
„ჩემს ჭერქვეშ ცხოვრობ, ესე იგი, უნდა დაემორჩილო ჩემს წესებს“
- ეს სიტყვები ბავშვის თვითშეფასებას აკნინებს, თუმცა უარესი არის ის, რომ ყოველთვის ემახსოვრებათ და იმაზე ადრე მიატოვებენ სახლს, ვიდრე საჭიროა.
„მე ასე აღმზარდეს და ყველაფერი კარგად იყო“
- პირველ რიგში, დასადგენია, სწორად იქცეოდნენ თქვენი მშობლები? მეორე მხრივ კი, უნდა გაითვალისწინოთ თითოეული ბავშვი და ინდივიდუალურად მიუდგეთ და არ დააკოპიროთ საკუთარ თავზე გამოცდილი მეთოდები.
„ვერ გიტან, როცა ამას აკეთებ“
- ბავშვები ნახევარზე მეტს ყურს მიღმა ატარებენ და ამ დროს რჩება მხოლოდ „ვერ გიტან“.
„შენც მამაშენს ჰგავხარ!“
- ეს ფრაზა ბავშვს მიანიშნებს იმაზე, რომ მის გარდა მამამისიც არასწორია. ასეთი მიდგომით ბავშვი არ შეეცდება მომავალში თქვენი ნათქვამის გათვალისწინებას.
„მოიქეცი სხვა ბავშვების მსგავსად“
- ბავშვების ერთმანეთთან შედარება დაუშვებელია, ვინაიდან ყველას ინდივიდუალური ძლიერი და სუსტი მხარეები გააჩნია.
„შენ ისეთი ჭკვიანი ხარ!“
- ეს ლამაზი ფრაზა ერთი შეხედვით ბავშვს გაუჩენს შთაბეჭდილებას, რომ იდეალურია და არაფრის კეთება არ მოუწევს თავისი ჭკუის დამსახურებით. შესაბამისად, მომავალში გაურბიან სიტუაციებს, სადაც არ ავლენენ საკუთარ ძლიერ შესაძლებლობებს. ამის ნაცვლად უმჯობესია თქვათ: „კარგად იმუშავე და ყველაფერი გამოგივა“.
„ნამდვილად შეძლებ?“
- თუკი ბავშვს ეჭვი ეპარება, არ ღირს კიდევ დამატებით მის თავდაუჯერებლობაზე ხაზგასმა.
„სულელი ხარ?“
- ასეთი ფრაზები ბავშვებს კარგად ამახსოვრდებათ. ამიტომ ეს მათ თვითშეფასებაზეც აისახება.
წყარო: cosmo