თინეიჯერები

ვისთვის არის „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“?

ვისთვის არის „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“?
წიგნი ყველაფერზე და ყველასთვის - ეს არის დიდი ვიზუალური ენციკლოპედია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნამდვილ ბესტსელერად იქცა.
ენციკლოპედიის 7 ტომი 25 000 განმარტებასა და 8000 დეტალურ ილუსტრაციას მოიცავს, რაც აღქმის პროცესს კიდევ უფრო აადვილებს.
ენციკლოპედიის პოპულარობა მისმა ყოველისმომცველობამ განაპირობა. რაც მთავარია, ის მკითხველთა ფართო წრეზეა გათვლილი. ენციკლოპედიაში სასურველ და საინტერესო ინფორმაციას იპოვის როგორც მოზარდი, ისე ზრდასრული.

„დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ მოიცავს როგორც ფლორას, ისე ფაუნას, დედამიწას, საკვებს, სამზარეულოს, კომუნიკაციებს, მექანიზმებსა და სხვა საინტერესო თემებს. ენციკლოპედიის მეშვეობით,
მკითხველს შეუძლია მისთვის საინტერესო თემებზე სწორი ინფორმაცია მიიღოს და ინტერნეტის ზღვა მასალიდან ყველაზე სანდოს ამორჩევა აღარ მოუწევს.

"დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" 18 თემადაა დაყოფილი:


  • დედამიწა, მცენარეები, ცხოველები
  • საკვები და სამზარეულო, ტანსაცმელი, საოჯახო საქმიანობა
  • სხვადასხვა აქსესუარი, არქიტექტურა და ნატიფი ხელოვნება, საოფისე ტექნიკა და ინვენტარი
  • კომუნიკაციები, ტრანსპორტი და მექანიზმები
  • ენერგია, მეცნიერება, ასტრონომია, ადამიანი
  • სპორტის სახეობები და თამაშები
  • სახლი, საზოგადოება


რატომ არის „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ ყველა თაობისთვის საინტერესო?

როგორც აღვნიშნეთ, მიზეზი მისი უნივერსალურობაა. „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ არის საოჯახო, სამაგიდო წიგნი, რომელსაც ყველა გამოიყენებს, როგორც სხვადასხვა ასაკის, ისე პროფესიის ადამიანი.
ძველი ენციკლოპედიები შეიძლება მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდნენ, მაგრამ როგორც წესი, ისინი თანამედროვეობას ვერ პასუხობენ. „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ მორგებულია 21-ე საუკუნის სიახლეებზე, ჩვენი ცხოვრების ტემპზე. მასში აღწერილია ახალი აღმოჩენები, ტენდენციები და თითქმის ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში კაცობრიობისთვის გახდა ცნობილი.

„დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ ქართულად თარგმნა და გამოცემა გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, 7-ტომეულში ყველა ტერმინი მოცემულია ქართულად და ინგლისურად, რათა მკითხველმა მისი შესატყვისი ორივე ენაზე იცოდეს.
ენციკლოპედიაზე მუშაობა 30 წლის წინ პარიზში დაიწყო. მეცნიერებს, რომლებიც მასზე მუშაობდნენ, მუდმივად ედოთ ხელი მსოფლიოს განვითარების პულსაციაზე, რომ მკითხველისთვის სწორი და უახლესი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

წიგნში მოცემულ განმარტებებს დიდი მნიშვნელობა აქვს უფროსი თაობისთვისაც, რომელიც შეიძლება ინტერნეტიდან ინფორმაციას ნაკლებად იღებდეს. „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეშვეობით კი მათ საშუალება ექნებათ, თვალი მიადევნონ ახალ აღმოჩენებსა და ტენდენციებს, რომლებიც გასულ საუკუნეში არ იყო.
„დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ პირველი ტომი 5 ოქტომბერს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა და გაზეთთან ერთად, სპეციალური ფასად, 11.50 ლარად არის ხელმისაწვდომი. მისი თემა დედამიწა, მცენარეები, ცხოველებია.

მომდევნო ტომში კი დეტალურად იქნება საუბარი საკვებისა და სამზარეულოს, ტანსაცმლისა და საოჯახო საქმიანობის შესახებ. ენციკლოპედიის თითოეულ ტომს მკითხველი თვეში ერთხელ მიიღებს.
ბეჭდვა
e87a93