რომელ უნარებს ავითარებს მოზარდებში ეკონომიკური და ბიზნესთამაშები - საინტერესო ფაქტები „მონოპოლზე“

რომელ უნარებს ავითარებს მოზარდებში ეკონომიკური და ბიზნესთამაშები - საინტერესო ფაქტები „მონოპოლზე“
დაფიქრებულხართ თუ არა იმაზე, რომ კარგი სწავლა სკოლაში და ინსტიტუტში არ არის წარმატების მაჩვენებელი ცხოვრებაში? შეიძლება არ უნდა გაკიცხოთ ბავშვები იმის გამო, რომ სკოლაში არ ღებულობენ მხოლოდ მაღალ ნიშნებს.

გიფიქრიათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის „ფინანსური განათლება“? - ამის გაკეთება თამაშის ფორმით და სპეციალური სამაგიდო თამაშების დახმარებით შეგიძლიათ.

რა სარგებელი აქვს ეკონომიკურ თამაშებს ბავშვებისთვის?


ფინანსური თამაშები მიმართულია არა მხოლოდ ახალი მასალის შესწავლისკენ, არამედ მნიშვნელოვანი უნარებისა და შეგრძნებების განვითარებისკენ. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება გააცნობიეროს პროფესიები ზღაპრული პერსონაჟების დახმარებით.
მოზარდების თამაშები ორიენტირებულია რთული საკითხების გადაჭრის გზებზე. ეკონომიკური და ფინანსური თამაშები ასწავლის არასტანდარტულ აზროვნებას, სიტუაციის გაანალიზებას, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას და მეხსიერების განვითარებას.

  • ასეთი თამაშები მოზარდებს საშუალებას აძლევს, თავი მეწარმეებად იგრძნონ, ისწავლონ ვაჭრობა ბირჟაზე ან წამოიწყონ სტარტაპი, რეალური ფულის დახარჯვის რისკის გარეშე.

თამაში „მონოპოლი“ - შექმნის ისტორია

რა თქმა უნდა, ჭადრაკი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშია, თუმცა სამაგიდო თამაშები ორი სახის არსებობს: პირველი აბსტრაქტულია, დაფუძნებული ერთი ან ორი ტიპის ელემენტებზე (მაგალითად, დაფა და ფიგურები), აქვს დიდი ხნის ისტორია და ჰყავს მრავალი გულშემატკივარი. მეორე სახის თამაშები კი უფრო რთული სტრუქტურისაა (ერთდროულად შეიძლება გამოიყენო ბარათები, ჟეტონები, დაფა და კამათლები). მას აქვს გზა, სიუჟეტი და როგორც წესი, არსებობის ხანგრძლივი ისტორია.

მეორე ტიპის სამაგიდო თამაშებს შორისაც არიან ჩემპიონები. სამაგიდო თამაშების აბსოლუტური ლიდერი არის სამაგიდო თამაში „მონოპოლი“, რომელსაც ასწლიანი ისტორია აქვს. "მონოპოლი" ასწავლის უძრავი ქონებისა და ფულის მენეჯმენტს. 

ეს თამაში 1930 წელს შეიქმნა. მსოფლიოში ცნობილი სამაგიდო თამაში ელიზაბეტ მეიჯიმ 1904 წელს გამოიგონა. მას თავდაპირველად ერქვა "მემამულეების თამაში".

"მონოპოლი" რამდენიმე ტიპის არსებობს, მოთამაშეების ასაკისა და სირთულის მიხედვით. კლასიკური ვერსია 8+ ასაკისდანაა. 

ქართულ ენაზე წარმოდგენილი "მონოპოლი" დაეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს, უკეთ გაიგონ თამაშის არსი.

ბავშვები თამაშით სწავლობენ გამომუშავებული კაპიტალის მართვას და სტრატეგიების დაგეგმვას.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93